Skip to content
01/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

წარმოუდგენელი რამეა, როდესაც სასამართლოსადმი მიმართვას გიკრძალავს საერთაშორისო ინსტიტუტი – ჩვენ დავიცავთ ყველა სამართლებრივ და კონსტიტუციურ პროცედურას

მარშალ პრესი 31/10/2025
irakli kobakhidze

წარმოუდგენელი რამეა, როდესაც სასამართლოსადმი მიმართვას გიკრძალავს საერთაშორისო ინსტიტუტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროპის საბჭოს მომხსენებლების განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

პრემიერის თქმით, დაცული იქნება ყველა სამართლებრივი და კონსტიტუციური პროცედურა.

„წარმოუდგენელი რამეა, როდესაც სასამართლოსადმი მიმართვას გიკრძალავს საერთაშორისო ინსტიტუტი. აბსოლუტურად გაუგებარია. როგორ შეიძლება, ასე ეშინოდეს ვიღაცას სამართლის. საუბარია სასამართლოსადმი მიმართვაზე და ამის აკრძალვა უნდათ ვიღაცებს. რა თქმა უნდა, ამას ვერ გავყვებით. ჩვენ დავიცავთ ყველა სამართლებრივ პროცედურას. ჩვენ დავიცავთ ყველა სამართლებრივ და კონსტიტუციურ პროცედურას და ასე ვიმოქმედებთ. არ შეიძლება, ასე ეშინოდეთ კონკრეტულ ადამიანებს სამართლის, ამ შემთხვევაში, ვგულისხმობ ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლებს“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: სააკაშვილისგან განსხვავებით, აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირები, მოსალოდნელი არეულობის და სამოქალაქო დაპირისპირების მოლოდინში, საცხოვრებლად ვაშინგტონის მახლობლად მდებარე სამხედრო ბაზებზე გადადიან
Next: ქსნის N15 პენიტენციურ დაწესებულებაში არც მუნისა და არც ტუბერკულოზის არც ერთი შემთხვევა არ ფიქსირდება – პენიტენციური სამსახურის განცხადება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.