Skip to content
31/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ერთადერთი, რასაც ჯერ-ჯერობით ეს კომპრადორები ვერ რისკავენ არის მათი მიზნების ხმამაღლა გაჟღერება – მათ ამოძრავებს საქართველოს იმპერიათა კოლონიალურ ტენდერში გატანის სურვილი: ევრო-ლგბტ-კავშირი, რუსეთი თუ თურქეთი

მარშალ პრესი 30/10/2025
david kartvelishvili

პარტია “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ნაციონალური მოძრაობის და რადიკალური ოპოზიციის ქმედებებსა და გეგმებს ეხმიანება. “ნაცსექტის, როგორც კომლექსური მოვლენის “ძრავს”, რომელიც აერთიანებს იდეოლოგიას, მსოფლმხედველობას, პოლიტიკას, ეკონომიკას, კულტურას წარმოადგენს ღია, და არა ლატენტური კოლონიალური მენტალობა” – წერს ანალიტიკოსი და აღნიშნავს, რომ რადიკალების ქმედებები ანგრევს და ზიანს აყენებს საქართველოს სუვერენიტეტს. “ყოველთვის ძნელია რაიმე სისტემური და კომპლექსური პრობლემიდან გამოჰყო მისი ძირითადი მდგენელი, რომელსაც მოქმედებაში მოჰყავს ყველა დანარჩენი ჭანჭიკი. მაგრამ, როგორც კი მიაგნებ ამას, დანარჩენი პროცესები თავის ლოგიკურ ახსნაში თავისუფლად ჯდებიან. ჩვენი ნაცსექტის, როგორც ქვეყნის უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი საკვანძო მავნებლობის დეტალურ განხილვაში სწორედ ამაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ნაცსექტის, როგორც კომლექსური მოვლენის “ძრავს”, რომელიც აერთიანებს იდეოლოგიას, მსოფლმხედველობას, პოლიტიკას, ეკონომიკას, კულტურას, წარმოადგენს ღია, და არა ლატენტური კოლონიალური მენტალობა.

არანაირი ლიტონი სიტყვები არაა: “თუ გვიბრძანებენ ერთი კვირა ვიდგეთ ცალ ფეხზე კოლონიალური მოლოდინის რეჟიმში, უნდა ვიდგეთ” – ეს არის საკუთარი ქვეყნის მიმართ, კოლონიალური მომავლისთვის მენტალური მზაობის გაჟღერება. როდესაც რეალურ საკუთარ კოლონიალურ მენტალობას ნიღბავენ ოპონენტისთვის ვირტუალური დაბრალებით (“რუსული რეჟიმი” და “ჩელიაბინსკი”), ამას ფსიქოლოგიაში პროექციულ იდენტიფიცირებას უწოდებენ. რეალურად, ასეთი კომპრადორობა ანგრევს და მიზანმიმართულ ზიანს აყენებს სახელმწიფოს დამოუკიდებულებას და სუვერენიტეტს.

როდესაც მენტალური ნეოტროცკისტი თავის ცხოვრებისეულ ამოცანად ასახელებს “9 აპრილის” თაობების “განსაბჭოებას”, დიახ, ეს არის საკუთარი მენტალობის პროეცირება ოპონენტის სტიგმატიზირების გზით. ერთადერთი, რასაც ჯერ-ჯერობით ეს კომპრადორები ვერ რისკავენ, არის მათი მიზნების ხმამაღლა გააჟღერება – მათ ამოძრავებს საქართველოს იმპერიათა კოლონიალურ ტენდერში გატანის სურვილი: ევრო-ლგბტ-კავშირი, რუსეთი თუ თურქეთი. და რატომღაც აბსოლუტურად დარწმუნებული არიან, რომ ამ ტენდერში სწორედ მათი რჩეული გაიმარჯვებს. დღეს გვეძლევა ისტორიული შანსი ამ “მრავალთავა” დრაკონს სამი ძირითადი მოვკვეთოთ. შანსი ეძლევა ახალ ძალებს “9 აპრილის” და “17 მაისის” ირგვლივ მოახდინონ ჯანსაღი საზოგადოებრივი ძალების კონსოლიდაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში იმპერიალისტების ის “ტენდერი” გარდაუვალი იქნება. არც ერთი “ყოფილი” იმპერია არ დაგიჯდება სასაუბროდ, როგორც თანაბარუფლებიან პარტნიორს, სანამ კომპრადორის კომპლექსით და კოლონიალური მენტალობით ხარ შეპყრობილი. ოღონდ, ქვეყნის განვითარების ამ ახალ ეტაპზე, საზოგადოება აღარ “ჭამს” 78-ე მუხლის მსგავს უტოპიებს. ახალ პოლიტიკურ დინებებს ამ ტოქსიკური უტოპიებით მოწამლულ საზოგადოებასთან ექნებათ საქმე, რომელიც გამადიდებელი შუშით შეუდგება თითოეული დაპირების შეფასებას…”- წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების სისტემის რეფორმის კონცეფცია სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან განიხილა
Next: ამ ავადმყოფის ფონზე ქველმოქმედის, სამშობლოსთვის თავდადებული პატრიოტის შედარება – მხოლოდ შეურაცხად ტვინის პატრონს თუ მოუვა თავში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.