Skip to content
31/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების სისტემის რეფორმის კონცეფცია სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან განიხილა

მარშალ პრესი 30/10/2025
04

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების სისტემის რეფორმის კონცეფცია  სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან განიხილა.

მთავრობის მეთაურმა დეტალურად ისაუბრა კონცეფციის იმ მიმართულებებზე, რომელიც უმაღლესი განათლების ხარისხის თვისებრივად ამაღლებას ისახავს მიზნად.

საუბარი შეეხო მათ შორის, უნივერსიტეტებში ფაკულტეტების გადანაწილებას, რეგიონული უნივერსიტეტების განვითარების აუცილებლობას და განათლების სისტემის დეკონცენტრაციას.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა რექტორებისა და პროფესორ-მასწავლებლების ხედვებისა და მოსაზრებების გათვალისწინების მნიშვნელობას რეფორმის სრულყოფილად განხორციელებისთვის და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

განხილვების შედეგად კი, განათლების რეფორმის კონცეფცია საბოლოო სახეს მიიღებს და მას მთავრობა დაამტკიცებს.

პრემიერ-მინისტრისა და უნივერსიტეტების რექტორების შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. რექტორებმა მთავრობის მეთაურისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე პასუხები მიიღეს.

შეხვედრას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და განათლების რეფორმის საკითხზე მომუშავე უმაღლესი განათლების რეფორმის სამთავრობო კომისიის მდივანი ლევან იზორია ესწრებოდნენ.

Post navigation

Previous: ვიქტორ ორბანი დონალდ ტრამპს რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხზე ვაშინგტონში შეხვდება
Next: ერთადერთი, რასაც ჯერ-ჯერობით ეს კომპრადორები ვერ რისკავენ არის მათი მიზნების ხმამაღლა გაჟღერება – მათ ამოძრავებს საქართველოს იმპერიათა კოლონიალურ ტენდერში გატანის სურვილი: ევრო-ლგბტ-კავშირი, რუსეთი თუ თურქეთი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.