Skip to content
30/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ვერცერთ ქვეყანაში ვერ ნახავთ მსგავს ქმედებას, სადაც ცენტრალურ გამზირს ამ რაოდენობის ადამიანები ყოველდღიურ რეჟიმში კეტავდნენ და მასზე არ იყოს რეაგირება -გაცილებით მკაცრი კანონებიც არის

მარშალ პრესი 30/10/2025
mikheil kavelashvili

„ჩვენ მივისწრაფვით, რომ შევქმნათ იდეალური სახელმწიფო. აუცილებელია, რომ დემოკრატიულ, სამართლებრივ სახელმწიფოში კანონი კანონობდეს. დამისახელონ ერთი განვითარებული, დემოკრატიული ქვეყანა, სადაც ანალოგიური ქმედებისთვის არ იქნება დასჯილი მოქალაქე, რა ქმედებებსაც სჩადიან ესენი, როცა ათეულობით ადამიანს შეუძლია ცენტრალური გამზირი გადაკეტოს“,- ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტის კითხვას ადმინისტრაციულ კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, სხვა ქვეყნებში მსგავს ქმედებაზე გაცილებით მკაცრი კანონები მოქმედებს.

„ვერცერთ ქვეყანაში ვერ ნახავთ მსგავს ქმედებას, სადაც ცენტრალურ გამზირს ამ რაოდენობის ადამიანები  ყოველდღიურ რეჟიმში  კეტავდნენ და მასზე არ იყოს რეაგირება იმ სახელმწიფოსი, გაცილებით მკაცრი კანონებიც არის“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქუჩის გადაკეტვით გარე ძალებისგან დაფინანსებულები საქართველოში პროტესტის ფონს ქმნიან.

„ფონს ქმნიან, რომ  პროტესტი არის საქართველოში. აი ხომ ხედავთ 325-ე დღე, ხალხმა ისევ გადაკეტა [გამზირი], წარმოიდგინეთ ევროპელი მოქალაქე რომ უსმენს, ცენტრალური გამზირი იკეტება,  ესე იგი მართლა პროტესტია“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

Post navigation

Previous: როგორც კი თვალს დახუჭავ უსამართლობაზე, მაშინვე ბოლომდე გადაუვლიან შენს ეროვნულ ინტერესებს, აქ კომპრომისი არ იქნება – 2008 წლის ომამდე მიგვიყვანა ამ მოღალატეობრივმა ძალამ და როცა ვიღაც გადაფარებულია ამ პოლიტიკურ ძალაზე, როგორ შეიძლება, ასეთი ტიპის მფარველობას ანგარიში გავუწიოთ
Next: სალახანა ლატვიისგან, რომელმაც უკრაინის ომის შემდეგ რუსეთში ალკოჰოლის ექსპორტი გააოთხმაგა, არაფერი სასწავლი და მისათითებელი არ აქვს საქართველოს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.