Skip to content
30/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

როგორც კი თვალს დახუჭავ უსამართლობაზე, მაშინვე ბოლომდე გადაუვლიან შენს ეროვნულ ინტერესებს, აქ კომპრომისი არ იქნება – 2008 წლის ომამდე მიგვიყვანა ამ მოღალატეობრივმა ძალამ და როცა ვიღაც გადაფარებულია ამ პოლიტიკურ ძალაზე, როგორ შეიძლება, ასეთი ტიპის მფარველობას ანგარიში გავუწიოთ

მარშალ პრესი 30/10/2025
irakli kobakhidze

საკონსტიტუციო სარჩელი ემსახურება დემოკრატიული პროცესის გაჯანსაღებას, მის წინსვლას, გაკეთილშობილებას, ყველა ხედავს, რომ ამ სისტემაში გვაქვს რადიკალიზმი, პოლარიზაცია. ჩვენ კომპრომისს ვერ დავუშვებთ, როცა საქმე ეხება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.

პრემიერის თქმით, რაც თავად გააკეთეს 2004 წლიდან 2008 წლამდე, რითაც მოამწიფეს ნიადაგი 2008 წლის რუსული ინტერვენციისა და ოკუპაციისთვის, იგივეს ითხოვდნენ საქართველოს ხელისუფლებისგან 2022 წლიდან, როცა დაიწყო ომი უკრაინაში.

„ეს სარჩელი ემსახურება დემოკრატიული პროცესის გაჯანსაღებას, მის წინსვლას, გაკეთილშობილებას. ყველა ხედავს, რომ ამ სისტემაში გვაქვს რადიკალიზმი, პოლარიზაცია. ჩვენ კომპრომისს ვერ დავუშვებთ, როცა საქმე ეხება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. უკომპრომისოდ და მტკიცედ უნდა დავიცვათ ის და ასე ვმოქმედებთ ჩვენ ამდენი წელია და ჩვენ ამის გამო შეგვექმნა სირთულეები, მაგრამ ამ პოლიტიკას არ აქვს ალტერნატივა. როგორც კი თვალს დახუჭავ უსამართლობაზე, მაშინვე ბოლომდე გადაუვლიან შენს ეროვნულ ინტერესებს. აქ კომპრომისი არ იქნება – 2008 წლის ომამდე მიგვიყვანა ამ მოღალატეობრივმა ძალამ და გადაფარებულია ვიღაც ამ პოლიტიკურ ძალაზე. როგორ შეიძლება, ასეთი ტიპის მფარველობას ჩვენ ანგარიში გავუწიოთ. რაც თვითონ გააკეთეს 2004 წლიდან 2008 წლამდე, რითაც მოამწიფეს ნიადაგი 2008 წლის რუსული ინტერვენციისთვის და ოკუპაციისთვის, იგივეს ითხოვდნენ ჩვენგან 2022 წლიდან, როცა დაიწყო ომი უკრაინაში“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ოპოზიცია თვითონვე აღიარებდა თავიანთ სიყალბეს იმით, რომ „არალეგიტიმურ“ ორგანოებში შედიოდნენ
Next: ვერცერთ ქვეყანაში ვერ ნახავთ მსგავს ქმედებას, სადაც ცენტრალურ გამზირს ამ რაოდენობის ადამიანები ყოველდღიურ რეჟიმში კეტავდნენ და მასზე არ იყოს რეაგირება -გაცილებით მკაცრი კანონებიც არის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.