Skip to content
31/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მცირე პარტიებთან მიმართებაში გავითვალისწინეთ საერთაშორისო სამართლებრივი პრაქტიკა, რომელიც გვეუბნება, რომ თუ პარტია პოლიტიკურ პროცესზე არსებითი გავლენით არ სარგებლობს, ის ვერ იქნება საფრთხე კონსტიტუციური წესწყობილებისათვის

მარშალ პრესი 30/10/2025
irakli kobakhidze
ჩვენ დავეყრდენით, პირველ რიგში, სამართლებრივ პრაქტიკას, საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოში, რა თქმა უნდა, ხელმძღვანელობს საერთაშორისო პრაქტიკით, ჩვენ არ გვინდოდა ისეთ პარტიებთან მიმართებით შეგვეტანა სარჩელი, რომელთა მიმართაც შეიძლებოდა, არ დამდგარიყო შესაბამისი შედეგი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
მისივე თქმით, როცა პარტიას არ აქვს არსებითი ზეგავლენა რეალურ პროცესზე, ამ შემთხვევაში, ის რეალურ საფრთხესაც არ უქმნის კონსტიტუციურ წყობილებას და ხელისუფლებამ, სწორედ, ეს პრაქტიკა გაითვალისწინა.
„არის, მაგალითად, იგივე გერმანიაში ასეთი პრაქტიკა ჩამოყალიბებული და სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკაც მიჰყვება იმავე ლოგიკას. იყო, მაგალითად, შეტანილი სარჩელი „ნაციონალურ-დემოკრატიული“ პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით და სარჩელი წარმოებაშიც კი არ მიიღო გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ იმის გამო, რომ ამ პოლიტიკურ პარტიას არ ჰქონდა ბარიერის გადალახვის რეალური რესურსი და ეს იყო თავისი არსით ძალიან მცირე, ზეგავლენის არმქონე პარტია. როცა პარტიას არ აქვს არსებითი ზეგავლენა რეალურ პროცესზე, ამ შემთხვევაში, ის რეალურ საფრთხესაც არ უქმნის კონსტიტუციურ წყობილებას.
ეს პრაქტიკა გავითვალისწინეთ. დაკავშირებული პარტიები არის არაერთი, ალბათ 10-15 ასეთი პარტიაა, ზოგი ფიქტიურია, ზოგი არის ერთკაციანი პარტია, ზოგი ორკაციანი პარტია, დანარჩენი მცირე პარტიები, რომლებიც ვერც კი უახლოვდებიან საარჩევნო ბარიერს. ჩვენ გავითვალისწინეთ სამართლებრივი პრაქტიკა, რომელიც არის საერთაშორისო დონეზე ჩამოყალიბებული, რომელიც გვეუბნება იმას, რომ თუ არსებითი გავლენით არ სარგებლობს პოლიტიკურ პროცესზე პარტია, ამ შემთხვევაში, ის ვერ იქნება საფრთხე კონსტიტუციური წესწყობილებისათვის და როგორც უკვე გითხარით, გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლო, მაგალითად, წარმოებაშიც კი არ იღებს. ორი ასეთი შემთხვევა იყო მცირე პარტიასთან დაკავშირებით და არც ერთ შემთხვევაში არ მიიღო სარჩელი წარმოებაში სასამართლომ,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: თუ ვინმე შეეცდება, გვერდი აუაროს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით, ეს გადაწყვეტილება შეგვიძლია მოგვიანებით გავავრცელოთ ე.წ მემკვიდრე პარტიებზე, აქედან გამომდინარე, პრაქტიკული თვალსაზრისით არ გახდა საჭირო სარჩელში სახელების და გვარების ჩამოთვლა
Next: რადიკალური ოპოზიცია თავადვე აღიარებს, რომ ასაკრძალია ან მმართველი პარტია, ან -ეს სამი პოლიტიკური პარტია. ჩვენ საკონსტიტუციო სარჩელით ვამტკიცებთ, რომ ასაკრძალი სწორედ ისინი არიან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.