Skip to content
30/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თუ ვინმე შეეცდება, გვერდი აუაროს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით, ეს გადაწყვეტილება შეგვიძლია მოგვიანებით გავავრცელოთ ე.წ მემკვიდრე პარტიებზე, აქედან გამომდინარე, პრაქტიკული თვალსაზრისით არ გახდა საჭირო სარჩელში სახელების და გვარების ჩამოთვლა

მარშალ პრესი 30/10/2025
irakli kobakhidze

სხვადასხვა ქვეყანაში და ასევე ჩვენთანაც არის მოწესრიგებული მემკვიდრე პარტიების საკითხი და ეს რეგულაციები ჩვენ გვაძლევს თავიდან ბოლომდე იმის შესაძლებლობას, რომ თუ ვინმე შეეცდება, გვერდი აუაროს რეგულაციებს და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით, ეს გადაწყვეტილება შეგვიძლია გავავრცელოთ მოგვიანებით ე.წ მემკვიდრე პარტიებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE”-ში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, აქედან გამომდინარე, პრაქტიკული თვალსაზრისით არ გახდა საჭირო საკონსტიტუციო სარჩელში სახელების და გვარების ჩამოთვლა.

„რაც შეეხება „ლელოს“ დეპუტატებს თვითმმართველობაში, თვითმმართველობა მაინც რაის ადმინისტრაციული დონის ხელისუფლება და აქედან გამომდინარე, პოლიტიკურ პროცესზე ამას არსებით გავლენა მაინც არ აქვს. შესაბამისად, ჩვენ ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ სარჩელთან მიმართებით. რაც შეეხება მემკვიდრე პარტიებს, ვინმე თუ მოინდომებს, რომ ამ პარტიების ნაცვლად იგივე შინაარსით შექმნან ახალი პარტია, ამისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, გვაქვს კანონში რეგულაციები და გადაწყვეტილება დაჩქარებული წესით იქნება მიღებული მემკვიდრე პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება, სხვადასხვა სფეროებში ცვლილებები და კვლავ წინსვლა ჩვენი ქვეყნის – რეალობაში ეს ჩანს და ამას ემხრობა საზოგადოების უმრავლესობა
Next: მცირე პარტიებთან მიმართებაში გავითვალისწინეთ საერთაშორისო სამართლებრივი პრაქტიკა, რომელიც გვეუბნება, რომ თუ პარტია პოლიტიკურ პროცესზე არსებითი გავლენით არ სარგებლობს, ის ვერ იქნება საფრთხე კონსტიტუციური წესწყობილებისათვის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.