Skip to content
07/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად სოფელ აკეთში ადგილობრივ მეფუტკრეებს შეხვდა

მარშალ პრესი 28/10/2025
552246884_765542609793037_1798544841916043262_n

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში ადგილობრივ მეფუტკრეებს შეხვდა და დარგში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანას აქვს პოტენციალი, რომ მსოფლიოს ბაზრებზე გამორჩეული თვისებების მქონე თაფლის მიმწოდებელი იყოს. შესაბამისად, არაერთი სახელმწიფო პროგრამა მუშაობს, რომელიც თაფლის წარმოების ხელშეწყობას ითვალისწინებს. მნიშვნელოვანია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში უკვე დანერგილია თაფლის სხვადასხვა პარამეტრზე კვლევის შესაბამისი მეთოდოლოგია. ქართველი მეწარმეები, სახელმწიფოს ხელშეწყობით მონაწილეობას იღებენ მსოფლიო მასშტაბით გამართულ ყველაზე პრესტიჟულ აგროგამოფენებში, რაც ხელს უწყობს ქართული თაფლის პოპულარიზაციას. ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლის გაძლიერებით, სახელმწიფოში შექმნილია ყველა პირობა, რომ გაიზარდოს ქართული თაფლის წარმოება.

დავით სონღულაშვილი და გიორგი ღურჯუმელიძე სოფელ აკეთში ფერმერ თამაზ ღლონტის საფუტკრე მეურნეობაშიც იმყოფებოდნენ, სადაც მიმდინარე საქმიანობას გაეცნენ

Post navigation

Previous: ოტია იოსელიანის ფრაზა – „ მოღალატე რომ ერთგულებაზე ლაპარაკობს, იგი მაშინ თავის ღალატსაც ღალატობსო“ გახარიას შეეფერება, რომელიც გვმოძღვრავს უცხოეთიდან და თითქოს სამშობლოს ერთგულებაზე საუბრობს
Next: პარლამენტი მხატვრული კითხვის საღამო არ არის – შეწყვიტეთ პოპულიზმი და დაიწყეთ მუშაობა – მაია ბითაძე გახარიას პარტიის წევრებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.