Skip to content
20/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიწისა და შენობა-ნაგებობების გიული ალასანიაზე ერთ ლარად გადაცემა, არის მაგალითი, თუ როგორ იქცა სახელმწიფო ქონება გამდიდრების წყაროდ იმ ოჯახისათვის, რომელიც იმ დროისთვის ძალაუფლებას ფლობდა

მარშალ პრესი 27/10/2025
davit chikhelidze

სააკაშვილის მმართველობის წლებში სისტემური დანაშაული იქცა მმართველობის სტილის ორგანულ ნაწილად. მაშინ კანონის ძალა მხოლოდ ფორმალურად არსებობდა, ხოლო რეალურ გადაწყვეტილებებს იღებდნენ ხელისუფლების ელიტასთან დაახლოებული პირები – ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში, ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, გიული ალასანიას „საქართველოს უნივერსიტეტისთვის“ შენობის უკანონო პრივატიზების ფაქტზე პროკურატურის გამოძიების დაწყებას.

მისივე შეფასებით, სწორედ ამ დანაშაულებრივი სისტემის შედეგია ათასობით ჩამორთმეული და უკანონოდ გასხვისებული როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ქონება, რომლის უკან ხშირად პოლიტიკური პრივილეგიით მოსარგებლე ჯგუფები და კონკრეტული ოჯახის ინტერესები იდგა.

„ სააკაშვილის მმართველობის წლებში სისტემური დანაშაული იქცა მმართველობის სტილის ორგანულ ნაწილად. მაშინდელი პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი იყო ის, რომ კანონის ძალა მხოლოდ ფორმალურად არსებობდა, ხოლო რეალური გავლენა და გადაწყვეტილებები იღებდნენ ადამიანები, ვინც მჭიდროდ იყო დაკავშირებული ხელისუფლების ელიტასთან. სწორედ ამ სისტემური დანაშაულის შედეგია ათასობით ჩამორთმეული და უკანონოდ გასხვისებული როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ქონება, რომლის უკან ხშირად პოლიტიკურად პრივილეგირებული ჯგუფები და კონკრეტული ოჯახის ინტერესები იდგა.

ამ სისტემური პრაქტიკის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების გადაცემა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედაზე, გიული ალასანიაზე, (სიმბოლურ ფასად ერთ ლარად). სახელმწიფო უნივერსიტეტის ქონება, რომელიც მეცნიერების, სტუდენტებისა და მომავალი თაობის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს, გადაიქცა კერძო გამდიდრების წყაროდ იმ ოჯახისთვის, რომელიც იმ დროისთვის ძალაუფლებას ფლობდა.

ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა ამ საქმესთან დაკავშირებით ოფიციალურად მიმართა პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით. ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კონკრეტული ქონების დაბრუნების, არამედ სამართლის აღდგენის თვალსაზრისითაც. რა თქმა უნდა, საბოლოო სიტყვა გამოძიებამ უნდა თქვას, მაგრამ საჯარო სივრცეში არსებული ფაქტები და დოკუმენტური გარემოებები ცხადყოფს, რომ საქმე გვაქვს უკანონო გარიგებასთან, რომელმაც ზიანი მიაყენა სახელმწიფოს, განათლების სისტემას და საზოგადოებრივ ნდობას, ხოლო სარგებელი მხოლოდ სააკაშვილის ოჯახს მოუტანა.

ტექნიკური უნივერსიტეტის შემთხვევა გვახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია წარსულის სისტემური დანაშაულების გამოძიება და პასუხისმგებლობის დადგენა. მესაკუთრეს უნდა დაუბრუნდეს ქონება, რომელიც მას კანონიერად ეკუთვნის, უნივერსიტეტის ქონება უნდა დაუბრუნდეს განათლების სისტემას, რათა იგი კვლავ ემსახუროს სახელმწიფო და არა კერძო ინტერესებს.“ – წერს ჩიხელიძე.

Post navigation

Previous: სააკაშვილმა გაპრეზიდენტების შემდეგ, ფაქტობრივად დედას აჩუქა სახელმწიფო ქონება. პროკურატურამ დღეს უკვე საქმე აღძრა უკანონო პრივატიზაციის ფაქტზე, გიული ალასანიას მიმართ, იმედია სიმართლე გაიმარჯვებს და ქონება დაუბრუნდება პოლიტექნიკურ ინსტიტუტს
Next: ტურისტული კომპანიის მიერ საზღვარგარეთ მოგზაურობის ორგანიზების დაპირებით მოქალაქეების მოტყუების გამო 4 ადამიანი დააკავეს. ზიანი 3 მილიონამდე ლარს შეადგენს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.