Skip to content
20/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სააკაშვილმა გაპრეზიდენტების შემდეგ, ფაქტობრივად დედას აჩუქა სახელმწიფო ქონება. პროკურატურამ დღეს უკვე საქმე აღძრა უკანონო პრივატიზაციის ფაქტზე, გიული ალასანიას მიმართ, იმედია სიმართლე გაიმარჯვებს და ქონება დაუბრუნდება პოლიტექნიკურ ინსტიტუტს

მარშალ პრესი 27/10/2025
nino pochkhua

ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში, გიული ალასანიას „საქართველოს უნივერსიტეტისთვის“ შენობის უკანონო პრივატიზების ფაქტზე პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას ეხმიანება და აღნიშნავს, „როგორ შეიძლება მთელი ცხოვრება კვლევით ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობა გეკავოს და უცებ, როგორც თვითონ გიული ალასანია და მისი მეგობრისა და ბიზნესპარტნიორის, მანანა სანაძის დირექტორად დანიშნული შვილი ამტკიცებდნენ, მილიონები გადაიხადონ პოლიტექნიკური ინსტიტუტის დიდძალი ქონების შესაძენად?! ეს დიდი ტყუილია“. როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, პროკურატურამ დღეს საქმე აღძრა უკანონო პრივატიზაციის ფაქტზე, სააკაშვილის ოჯახის მიმართ.

ექსპერტი იმედს გამოთქვამს, რომ სიმართლე გაიმარჯვებს და ქონება პოლიტექნიკურ ინსტიტუტს დაუბრუნდება. „ ყველაფერი ხელის გულზე დევს და ყველაფერი ნათელია. როგორ შეიძლება მთელი ცხოვრება კვლევით ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობა გეკავოს და უცბად, როგორც თვითონ გიული ალასანია და მისი მეგობრის და ბიზნესპარტნიორის მანანა სანაძის დირექტორად დანიშნული შვილი ამტკიცებდნენ, რომ მილიონები გადაიხადეს პოლიტექნიკური ინსტიტუტის დიდძალი ქონების შესაძენად, რაც დიდი ტყუილია. მისმა გაპრეზიდენტებულმა შვილმა ფაქტიურად აჩუქა დედას სახელმწიფო ქონება. პროკურატურამ დღეს უკვე საქმე აღძრა უკანონო პრივატიზაციის ფაქტზე, სააკაშვილის ოჯახის მიმართ, იმედია სიმართლე გაიმარჯვებს და ქონება დაუბრუნდება პოლიტექნიკურ ინსტიტუტს.“ – წერს ფოჩხუა.

Post navigation

Previous: 11 თვის ვადით გაწვეულმა პირებმა საწყისი საბრძოლო მომზადება დაიწყეს
Next: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიწისა და შენობა-ნაგებობების გიული ალასანიაზე ერთ ლარად გადაცემა, არის მაგალითი, თუ როგორ იქცა სახელმწიფო ქონება გამდიდრების წყაროდ იმ ოჯახისათვის, რომელიც იმ დროისთვის ძალაუფლებას ფლობდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.