Skip to content
11/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მსჯავრდებულებმა ტრენინგის ფარგლებში ინიცირებული ბიზნესიდეები წარადგინეს

მარშალ პრესი 26/06/2022
იუსტიციის სამინისტრო

მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფმა მსჯავრდებულებმა კომერციული საქმიანობის განვითარების, ორგანიზებისა და მართვის შესახებ ცოდნა გაიღრმავეს, – ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მსჯავრდებულებს სოციალური მეწარმოების ტრენინგზე მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, იდეის დამუშავებისა და კომერციული საქმიანობის განხორციელების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ.

სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, პროექტში ჩართულ მსჯავრდებულებს სერტიფიკატები იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბუბა ლომუაშვილმა და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორმა თამთა დემურიშვილმა გადასცეს.

ტრენინგი მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ინიციატივითა და როტარი კლუბი რუსთავის მხარდაჭერით განხორციელდა. მსჯავრდებულებმა ასევე, ტრენინგის ფარგლებში, ინიცირებული და ჩამოყალიბებული ბიზნეს იდეები წარადგინეს.

Post navigation

Previous: ამბროლაურში რაჭა-ლეჩხუმის ღვინის პირველი ფესტივალი გაიმართა
Next: ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის კმ22-კმ35 მონაკვეთსა და სოფ. ჩარგალში მისასვლელ გზაზე ავტოტრანსპორტით მოძრაობა დროებით აკრძალულია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.