Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თიანეთში, მესტიასა და ამბროლაურში დიალიზის თერაპია ხელმისაწვდომი გახდება

მარშალ პრესი 02/04/2022
მიხეილ ჩხენკელი

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის გადაწყვეტილებით, თიანეთში, მესტიასა და ამბროლაურში, დიალიზის თერაპია ხელმისაწვდომი გახდება. ადგილობრივ მაცხოვრებლებს, ვისაც აღნიშნული მომსახურება სჭირდება, მუნიციპალიტეტის სხვა ქალაქებში ჩასვლა აღარ მოუწევთ და სიცოცხლისათვის აუცილებელ სერვისს ადგილზე მიიღებენ.

პროგრამის მიხედვით, უკვე არსებული სამედიცინო დაწესებულებები დიალიზის თერაპიისთვის საჭირო, თანამედროვე აპარატურით აღიჭურვება და პაციენტებს პროფესიონალი მედპერსონალი მოემსახურება.

ქალაქების იდენტიფიცირება, მთელი ქვეყნის მასშტაბით მცხოვრები ბენეფიციარების ინტერესების გათვალისწინებით მოხდა. მათივე საჭიროებებიდან გამომდინარე, თიანეთის, მესტიისა და ამბროლაურის შემდეგ, დიალიზის ცენტრები, საქართველოს კიდევ 4 ქალაქში, ეტაპობრივად, გაიხსნება.

აღნიშნული სერვისები „დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში იხსნება, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო ახორციელებს.

Post navigation

Previous: ბათუმში, საარჩევნო უბანზე თავმჯდომარემ ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს პლანშეტი ჩამოართვა
Next: მიხეილ პოდოლიაკი: რუსეთი დატოვებს ყველა ტერიტორიას, სამხრეთისა და აღმოსავლეთის გარდა, შეეცდება იქ განათავსოს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა, მკვეთრად შეამციროს დანაკარგები და საკუთარი პირობები გვიკარნახოს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.