Skip to content
26/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

სოფელ მისაქციელში აღმოაჩინეს კუსტარული საწარმო, სადაც ნარკოტიკებს ამზადებდნენ

მარშალ პრესი 26/10/2025
044

სამართალდამცველებმა მისაქციელში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ნარკოტიკების დასამზადებელი კუსტარული ლაბორატორია აღმოაჩინეს, საიდანაც
ამოღებულია იქვე დამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები – ალფა-პვპ, მეფედრონი და ,კლეფედრონი”, როგორც კრისტალის,
ასევე სითხის სახით. აღსანიშნავია, რომ „კლეფედრონი” წარმოადგენს განსაკუთრებით საშიშ ნარკოტიკულ ნივთიერებას, რომლის მოხმარებაც ხშირ შემთხვევაში  ლეტალურ შედეგს იწვევს! დაკავებულია ორი პირი.

გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბრალდებულები საცხოვრებელ სახლში მოწყობილ ე.წ. ლაბორატორიაში, სხვადასხვა ქიმიური საშუალებისა და პრეკურსორებისგან, შესაბამისი ინვენტარის გამოყენებით, ამზადებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, რომელთა რეალიზაციას სხვადასხვა მეთოდით ახდენდნენ.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები – 35 გრამამდე ალფა-პვპ, ნახევარ კილოგრამამდე „კლეფედრონი“ და 4 ლიტრამდე მეფედრონის სითხე სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომობილისა და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტრო სასწორი, წებოვანი ლენტები, პოლიეთილენის ჩამკეტიანი პარკები და სხვადასხვა ზომის მინის ქილები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 266-ე და 260 -ე მუხლით მიმდინარეობას. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Post navigation

Previous: წვევამდელებმა საჩხერეში სამთო მომზადების საბაზისო სწავლება გაიარეს
Next: Reuters, CBS, AL Jazeera, AL Arabyia – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალურ ოპერაციას და ურანის ამოღებას საერთაშორისო მედია ეხმიანება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.