Skip to content
26/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

წვევამდელებმა საჩხერეში სამთო მომზადების საბაზისო სწავლება გაიარეს

მარშალ პრესი 26/10/2025
014

საჩხერის ბესიკ ქუთათელაძის სახელობის  სამთო მომზადების სკოლაში, 6 თვის ვადით გაწვეული წვევამდელების სწავლება გაიმართა. თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადის, 43-ე ქვეითი ბატალიონის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში, წვევამდელებმა სამთო მომზადების საბაზისო სწავლება გაიარეს.  

სამთო სკოლის ინსტრუქტორების დახმარებით ისინი  სამთო აღჭურვილობას, მოხმარების წესებს და ტექნიკურ მონაცემებს გაეცნენ. სასწავლო უბნებზე წვევამდელებმა ხელოვნურ კლდეზე ცოცვა, სიმაღლიდან დაშვება და საბაზისო კვანძების გამოყენება წარმატებით შეასრულეს 

მე-4 ქვეითი ბრიგადის, 43-ე ქვეითი ბატალიონის წვევამდელები, აღმოსავლეთ სარდლობის  შემადგენლობაში 6 თვის მანძილზე ყოველდღიურად მსახურობენ. საბრძოლო ქვედანაყოფში მათ გამოცდილი სამხედრო მოსამსახურეები ამზადებენ.

2025 წლიდან წვევამდელები ეროვნულ სამხედრო სამსახურს თავდაცვის ძალებში გადიან. საგულისხმოა, რომ უწყება წვევამდელებს  ახალ პირობებს, მათთვის ხელსაყრელ გაწვევის ვადებს, სახელფასო დანამატებსა და გაუმჯობესებულ სოციალურ პირობებს სთავაზობს. აღნიშნულმა სიახლემ ახალგაზრდებში ნებაყოფლობით გაწვეულთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაზარდა. მზარდი დინამიკით ხასიათდება წვევამდელთა შორის თავდაცვის ძალებში სამსახურის მსურველთა რიცხვიც.

წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური, ძლიერი თავდაცვის რეზერვის შექმნასა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

Post navigation

Previous: ნამდვილი საქართველო დაუპირისპირდა ქვეყნის გარეთ ჩაბუდებულ მრუდე ძალებს, რომელთათვისაც ჩვენი ქვეყანა მათი კონკრეტული ინტერესების სათამაშოა
Next: სოფელ მისაქციელში აღმოაჩინეს კუსტარული საწარმო, სადაც ნარკოტიკებს ამზადებდნენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.