Skip to content
25/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულ გელა უძილაურს უვადო პატიმრობა მიესაჯა

მარშალ პრესი 24/10/2025
gela udzilauri

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულ გელა უძილაურს მოსამართლემ უვადო პატიმრობა მიესაჯა.

საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მიიღო. მოსამართლემ გაიაზრა ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება და უძილაური დამნაშავედ ცნო ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით მკვლელობაში.

უვადო პატიმრობას ბრალდების მხარე, პროკურორი ლევან ვეფხვაძე ითხოვდა. გელა უძილაური, რომელმაც მკვლელობა აღიარა, ამტკიცებდა, რომ დანაშაული შეკვეთილი არ ყოფილა.

ცნობისთვის, გელა უძილაურს ბრალი სისხლის სამართლის 109-ე მუხლის „ბ“ და „ნ“ ქვეპუნქტით ჰქონდა წაყენებული, რაც გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში ისეთი საშუალებით განზრახ მკვლელობას, რომელიც უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, და განზრახ მკვლელობას ანგარებით ან შეკვეთით. ბრალი 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძე 2025 წლის 14 მარტს თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მოკლეს. პროკურატურის ინფორმაციით, უძილაურმა ხალხმრავალ ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ლევან ჯანგველაძეს და მის მძღოლს, გია ჩადუნელს. მიღებული მრავლობითი დაზიანების შედეგად ჯანგველაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ჩადუნელი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

Post navigation

Previous: ის, რომ ირაკლი ღარიბაშვილი თანამშრომლობს გამოძიებასთან, შეიძლება ითქვა, წინ გადადგმული ნაბიჯია – თავად ფაქტი ნამდვილად ძალიან მძიმეა როგორც ემოციურად, ისე პოლიტიკურად
Next: საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდული საქმეთა კომიტეტის წევრები, იტალიის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერ ლორენცო ჩეზას შეხვდნენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.