Skip to content
25/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ის, რომ ირაკლი ღარიბაშვილი თანამშრომლობს გამოძიებასთან, შეიძლება ითქვა, წინ გადადგმული ნაბიჯია – თავად ფაქტი ნამდვილად ძალიან მძიმეა როგორც ემოციურად, ისე პოლიტიკურად

მარშალ პრესი 24/10/2025
maia bitadze

ფაქტი ნამდვილად ძალიან მძიმეა, როგორც ემოციურად, ისე პოლიტიკურად, თუმცა ის, რომ ირაკლი ღარიბაშვილი უკვე თანამშრომლობს გამოძიებასთან, შეიძლება ითქვა, რომ წინ გადადგმული ნაბიჯია – ყველა კითხვას, ბუნებრივია, გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, მაია ბითაძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე განაცხადა.

მისივე თქმით, “ის, რომ დღეს ასეთი რეზონანსულ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, ცხადყოფს, რომ “ქართული ოცნება” ნამდვილად ცდილობს, ქვეყანაში არ იყოს კორუფცია”.

“რეალურად, ემოციურად ნამდვილად მძიმეა ისაუბრო ყოფილი პრემიერ-მინისტრის საქმეზე, ამ შემთხვევაში, უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაზე. ყველა კითხვას, ბუნებრივია, გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი. იმედი მაქვს, რომ გამოძიების მიმდინარეობის და სასამართლო პროცესების პარალელურად, სრულად გვექნება საშუალება იმისა, რომ მოვისმინოთ დეტალები, ასევე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ახსნა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მით უმეტეს, რომ ჩვენ მოვისმინეთ, იგი სრულად თანამშრომლობს გამოძიებასთან. ფაქტი ნამდვილად ძალიან მძიმეა, როგორც ემოციურად, ისე პოლიტიკურად, თუმცა ის, რომ ის უკვე თანამშრომლობს გამოძიებასთან, შეიძლება ითქვა, რომ წინ გადადგმული ნაბიჯია იმისთვის, რომ სრულიად გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად წარიმართოს მთელი ის პროცესი, რასაც ამ საქმესთან დაკავშირებით წარმართავენ ძალოვანი სტრუქტურები“, – განაცხადა ბითაძემ.

Post navigation

Previous: მიმდინარე კვირაში შევიტანთ სარჩელს იმ პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის მიზნით, რომლებიც საქართველოს ღალატობდნენ
Next: ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულ გელა უძილაურს უვადო პატიმრობა მიესაჯა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.