Skip to content
16/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ისრაელში უკრაინის ელჩის განცხადებით, უკრაინამ შესაძლოა ისრაელის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი დააწესოს

მარშალ პრესი 26/06/2022
ევგენი კორნიჩუკი

უკრაინამ შესაძლოა ისრაელის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი დააწესოს, – ამის შესახებ ისრაელში უკრაინის ელჩმა განაცხადა.

ევგენი კორნიჩუკის თქმით, ეს იქნება ადეკვატური პასუხი ისრაელის გადაწყვეტილებაზე, უკრაინის მოქალაქეებზე სავიზო რეჟიმი გავრცელდეს.

„ეს არის ისრაელის ნოუ-ჰაუ: 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინისთვის სავიზო რეჟიმი არცერთ ქვეყანას არ დაუწესებია, კანადამ და ირლანდიამ კი პირიქით, უკრაინის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი გაუუქმეს. დღეს ისრაელში რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებს უპრობლემოდ უშვებენ, უკრაინის მოქალაქეებისთვის კი ელექტრონული ვიზები მოიგონეს, რაც მიუღებელია“, – აღნიშნა ელჩმა.

Post navigation

Previous: პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც 3 ადამიანი დაჭრა
Next: ამბროლაურში რაჭა-ლეჩხუმის ღვინის პირველი ფესტივალი გაიმართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.