Skip to content
20/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თბილისის ფინანსური სამიტი ხელს შეუწყობს რეგიონულ თანამშრომლობას ფინანსური სერვისების განვითარების მიმართულებით, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, საქართველო, ფინანსური ტექნოლოგიების ჰაბი გახდეს

მარშალ პრესი 23/10/2025
irakli kobakhidze2

საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი აქტიურად უწყობენ ხელს საფინანსო სექტორში კონკურენციის ზრდას, ფინანსური სერვისების ხელმისაწვდომობის გაფართოებას, ინოვაციური პროდუქტების დანერგვას და ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის ფინანსური სამიტის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საფინანსო სექტორში ციფრული სერვისების და ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვა მომხმარებლებს თანამედროვე, სწრაფ და უსაფრთხო სერვისებს სთავაზობს.

„საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი აქტიურად უწყობენ ხელს საფინანსო სექტორში კონკურენციის ზრდას, ფინანსური სერვისების ხელმისაწვდომობის გაფართოებას, ინოვაციური პროდუქტების დანერგვას და ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებას. საფინანსო სექტორში ციფრული სერვისების და ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვა მომხმარებლებს თანამედროვე, სწრაფ და უსაფრთხო სერვისებს სთავაზობს. პარალელურად, იზრდება ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, რაც დამატებით ინვესტიციებს, ადგილობრივი ბიზნესის გაფართოებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას უწყობს ხელს.

თბილისის ფინანსური სამიტი ხელს შეუწყობს რეგიონულ თანამშრომლობას ფინანსური სერვისების განვითარების მიმართულებით, რაც შესაძლებლობას მოგვცემს,  საქართველო, ფინანსური ტექნოლოგიების ჰაბი გახდეს. ეს ასევე ხელს შეუწყობს შუა დერეფნის ქვეყნებში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას, ეკონომიკის ზრდას, რეგიონში სავაჭრო ბრუნვის გაძლიერებას და გამარტივებას“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: პრემიერი ანაკლიის პორტის პროექტზე – აქტიურად მუშაობს ეკონომიკის მინისტრი, გვინდა, მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ ჩვენი ქვეყნისთვის, ბიუჯეტისთვის, პროექტის განხორციელება არ ფერხდება, გრძელდება დაღრმავების და ტალღმჭრელების მოწყობის სამუშაოები და მოლაპარაკებებსაც ბოლომდე მივიყვანთ
Next: ბიძინა ივანიშვილს აქვს უკომპრომისო დამოკიდებულება კორუფციის მიმართ, მე პირადად ვაგებ პასუხს, რომ მაქსიმუმს გავაკეთებთ ქვეყანაში კორუფციის აღმოსაფხვრელად და ეს არის შემდგარი ფაქტი, 2 წლის განმავლობაში როდესაც ვერ გვიჩვენებთ ვერც ერთ აქტს, ტენდერს, პრივატიზაციას, სადაც არის კორუფციის ნიშნები, ეს ნიშნავს იმას, რომ რადიკალური ნაბიჯები გადავდგით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.