Skip to content
19/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრემიერი ანაკლიის პორტის პროექტზე – აქტიურად მუშაობს ეკონომიკის მინისტრი, გვინდა, მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ ჩვენი ქვეყნისთვის, ბიუჯეტისთვის, პროექტის განხორციელება არ ფერხდება, გრძელდება დაღრმავების და ტალღმჭრელების მოწყობის სამუშაოები და მოლაპარაკებებსაც ბოლომდე მივიყვანთ

მარშალ პრესი 23/10/2025
irakli kobakhidze

ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით ძალიან აქტიურად მუშაობს ეკონომიკის მინისტრი, ეკონომიკის სამინისტრო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, სამუშაოები გრძელდება და მოლაპარაკებებიც ბოლომდე იქნება მიყვანილი.

„ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით ძალიან აქტიურად მუშაობს ეკონომიკის მინისტრი, ეკონომიკის სამინისტრო. ჩვენ გვინდა, რომ აქაც მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტისთვის, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. ასეთ პირობებში, თავისი დრო მიაქვს მოლაპარაკებებს, თუმცა ეს არის საჭირო, აუცილებელი, თუმცა, საბოლოო ჯამში, ყველაფერი დასრულდება ისე, როგორც არის საჭირო. საბოლოო ჯამში, მთავარი არის ის, რომ ამის მიუხედავად, არ ფერხდება პროექტის განხორციელება, გრძელდება დაღრმავების და ტალღმჭრელების მოწყობის სამუშაოები, რაც კეთდება ჩვენი რესურსით. ეს სამუშაოები გრძელდება. რა თქმა უნდა, ბოლომდე მივიყვანთ მოლაპარაკებებსაც“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: მზია ამაღლობელმა შეასრულა დავალება, პირდაპირი იყო თუ არაპირდაპირი, ამას არ აქვს მნიშვნელობა, უცხოურ აგენტურას საქართველოში ჰქონდა დავალება, რომ მაქსიმალურად ეცადა, ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურების დაკნინება, რასაც ვერ მიაღწიეს
Next: თბილისის ფინანსური სამიტი ხელს შეუწყობს რეგიონულ თანამშრომლობას ფინანსური სერვისების განვითარების მიმართულებით, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, საქართველო, ფინანსური ტექნოლოგიების ჰაბი გახდეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.