Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ბექა ძამაშვილი ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის ანგარიშზე – ევროპული ორგანიზაციის შეფასება ძალიან მკაფიო დასტურია, იმის, რომ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა არის საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტული მიმართულება, რომელსაც ძალიან ეფექტიანად ახორციელებს

მარშალ პრესი 21/10/2025
beka dzamashvili

ევროპული ორგანიზაციის შეფასება ძალიან მკაფიო დასტურია, იმის, რომ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა არის საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტული მიმართულება, რომელსაც ძალიან ეფექტიანად ახორციელებს, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძმაშვილმა განაცხადა.

ბექა ძამაშვილი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საკითხებში ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის (GRETA) შეფასების რიგით მე-4 რაუნდის ანგარიშს გამოეხმაურა, სადაც ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოს მიერ გატარებული ღონისძიებები დადებითად არის შეფასებული.

„პოზიტიურად არის შეფასებული როგორც ამ დანაშაულის პრევენცია, ისე დანაშაულის გამოვლენა და დამნაშავეთა დასჯა, ასევე, მსხვერპლთა დახმარების მიმართულება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია სახელმწიფო უწყებების კოორდინირებულ მუშაობაზე, რაშიც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის უწყებათაშორის საბჭოს, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს. საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ რამდენიმე დღის წინ ამავე საკითხზე გამოქვეყნდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, რომლითაც საქართველო უკვე მეათე წელია, უმაღლეს შეფასებას იმსახურებს, ხვდება პირველ კალათაში, რითაც უსწრებს ევროკავშირის წევრ მთელ რიგ სახელმწიფოებს. ამჯერად უკვე ევროპული ორგანიზაციის შეფასება არის ძალიან მკაფიო დასტური, ერთი მხრივ, იმის, რომ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა არის საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტული მიმართულება, რომელსაც ძალიან ეფექტიანად ახორციელებს და, მეორე მხრივ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციის კონტექსტში, რადგან ევროინტეგრაციის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი სწორედ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა, კონკრეტულად კი, ტრეფიკინგთან ბრძოლაა“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

Post navigation

Previous: რა თქმა უნდა, ჩვენი 8 პროცენტია ლეგიტიმური და დანარჩენი არა – გახარიას პარტიის დეპუტატი სოფო ხორგუანი
Next: ცესკო EPDE-ს განცხადებაზე – უსაფუძვლო ბრალდებების არაერთგზის ტირაჟირება საარჩევნო პროცესის მიზანმიმართული დაზიანების მცდელობაა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.