Skip to content
23/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რა თქმა უნდა, ჩვენი 8 პროცენტია ლეგიტიმური და დანარჩენი არა – გახარიას პარტიის დეპუტატი სოფო ხორგუანი

მარშალ პრესი 21/10/2025
sopo khorguani

მე წარმოვადგენ იმ ადამიანებს, რომლებმაც რეჟიმის პირობებში, არასამართლიან გარემოში, მაინც გაბედეს და მომცეს ხმა, – ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა პარტიიდან “გახარია – საქართველოსთვის”, სოფო ხორგუანმა, გადაცემაში “ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე” განაცხადა. წამყვანის კითხვაზე, თუ სოფო ხორგუანი ამბობს, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია, მარტო მისი პარტიის მიერ აღებული 8% ხომ არ იქნება ლეგიტიმური, ხორგუანმა უპასუხა: “კი, რა თქმა უნდა.”

“რა თქმა უნდა [ეს 8 პროცენტია ლეგიტიმური და დანარჩენი არა], გეტყვით ახლა რატომ. ძალიან მარტივია, პირდაპირ ასეა, იმიტომ, რომ ძალაუფლებას, რომელსაც… თქვენ პირდაპირ სამართლებრივ-ბულვალურად გინდათ გავყვეთ?” – აღნიშნა სოფო ხორგუანმა. წამყვანის რეპლიკაზე, რომ არასერიოზულია დეპუტატების ერთ ნაწილს ლეგიტიმურს უწოდებდე, ხოლო, მეორეს – არალეგიტიმურს, ამავე დროს, მსგავსი მიდგომით, ცესკო-ს შედეგებს, მათ შორის “გახარია-საქართველოსთვის” 8 პროცენტსაც ეჭვქვეშ თავადვე აყენებენ, სოფო ხორგუანმა უპასუხა, რომ ადამიანებს ბიულეტენზე გაჟონვის გამო შეეშინდათ, ამგავრ პირობებში კი მისთვის მიცემული ხმები ყველაზე ალალი და სამართლიანია. “რატომაა არასერიოზული, რატომ, თქვენ ფიქრობთ, რომ მე ვიღაცამ ხმები დამიმატა და ის ხმები, რომელიც მივიღეთ, არ იყო მიღებული? მარტივად გეტყვით რატომ – იმიტომ, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა ვერ გაბედა, მაშინ მართლა ჟონავდა, დაინახა და შეეშინდათ ადამიანებს. მე რომ ვამბობ, რომ რეჟიმს ვებრძვი, მე ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ სიტყვა “რეჟიმი” მომწონს – მე ამას თავის სახელს ვარქმევ. იმ დამოკიდებულებას, რაც ე.წ. ხელისუფლებას აქვს ადამიანებისადმი, რომლებიც არ წარმოადგენენ “ქართულ ოცნებას”, ეს არის იმის დადასტურება, რომ ეს არის რეჟიმი. და რეჟიმის პირობებში, ჩემთვის, ის მიღებული ხმები არის ყველაზე ალალი ხმები, ყველაზე დაცული, სამართლიანი და ყველაზე საიმედო,” – განაცხადა სოფო ხორგუანმა.

Post navigation

Previous: საქართველოს თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი ეწვია
Next: ბექა ძამაშვილი ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის ანგარიშზე – ევროპული ორგანიზაციის შეფასება ძალიან მკაფიო დასტურია, იმის, რომ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა არის საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტული მიმართულება, რომელსაც ძალიან ეფექტიანად ახორციელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.