Skip to content
08/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველო აჩვენებს, რომ გლობალური უსაფრთხოების სქემაში სანდო მოთამაშედ აღიქმება – ბოლო კვირების მოვლენებმა, მათ შორის, შს მინისტრის ოფიციალურმა ვიზიტმა ისრაელში, კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველო–ისრაელის სტრატეგიული თანამშრომლობის მაღალი დონე

მარშალ პრესი 20/10/2025
davit chikhelidze

საქართველოს სახელმწიფო, ბოლო წლებში, აქტიურად აძლიერებს თავის ინსტიტუციურ შესაძლებლობებს უსაფრთხოების სფეროში და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებით აჩვენებს, რომ ის აღიქმება არა მხოლოდ რეგიონულ, არამედ გლობალურ უსაფრთხოების სქემაში სანდო მოთამაშედ, – ამის შესახებ ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ბოლო კვირების მოვლენებმა, მათ შორის, შინაგან საქმეთა მინისტრ გეკა გელაძის ოფიციალურმა ვიზიტმა ისრაელში, სადაც, მან ეროვნული უსაფრთხოების მინისტრთან, იტამარ ბენ გვირთან, თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი, კიდევ ერთხელ დაადასტურა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის მაღალი დონე.

“საქართველოს სახელმწიფო, ბოლო წლებში, აქტიურად აძლიერებს თავის ინსტიტუციურ შესაძლებლობებს უსაფრთხოების სფეროში და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებით აჩვენებს, რომ ის აღიქმება არა მხოლოდ რეგიონულ, არამედ გლობალურ უსაფრთხოების სქემაში სანდო მოთამაშედ. ბოლო კვირების მოვლენებმა, მათ შორის, ოფიციალურმა ვიზიტმა ისრაელში, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ, ეროვნული უსაფრთხოების მინისტრთან, იტამარ ბენ გვირთან, თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი, კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველო–ისრაელის უსაფრთხოების სტრატეგიული თანამშრომლობის მაღალი დონე.
მემორანდუმი მნიშვნელოვანწილად ეფუძნება თანამშრომლობის გაღრმავებას პოლიციისა და მიგრაციის დეპარტამენტებს შორის, ასევე პროფესიული გამოცდილების გაცვლის პროგრამებს პოლიციის აკადემიებს შორის. ეს მხოლოდ ტექნიკური თანამშრომლობა არ არის იგი წარმოადგენს ინსტიტუციური ძლიერების, პროცესების გამჭვირვალობისა და თანამედროვე სტანდარტების დანერგვის სტრატეგიული ნაბიჯს, რაც ხელს უწყობს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის გაძლიერებას.
საქართველოს აქტიური პოზიცია უსაფრთხოების სფეროში ეხმარება ქვეყანას გადაწყვიტოს ორი ძირითადი ამოცანა:
რეგიონული სტაბილურობის განმტკიცება საქართველოს გამოცდილება სამართალდამცავ სისტემაში, საერთაშორისო სტანდარტებით აწყობილი პროცედურებით, შეუძლია იყოს მაგალითი სხვა ქვეყნებისათვის და ერთგვარი ჰაბი რეგიონში უსაფრთხოების თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.
ინსტიტუციური სიძლიერის საერთაშორისო აღიარება მემორანდუმები, გამოცდილების გაცვლა, პროფესიული ტრენინგები და დიპლომატიური კომუნიკაცია და სხვა ამგვარი ურთიერთობებში აშკარად ადასტურებს, რომ საქართველო აკმაყოფილებს თანამედროვე უსაფრთხოების სტანდარტებს, რაც საერთაშორისო პარტნიორებისთვის, საქართველოს სანდოობას ზრდის.
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პოლიციის ატაშეების როლს, რომლებიც ფუნქციონირებენ როგორც სტრატეგიული კავშირები ინსტიტუციათა შორის. მათი საქმიანობა ხელს უწყობს ოპერატიული ინფორმაციის გაცვლას, კოორდინირებულ რეაგირებას კრიზისულ სიტუაციებზე და ინოვაციური პრაქტიკის დანერგვას.
საქართველო რეგიონში აღიქმება არა მხოლოდ პოლიტიკურ მოთამაშედ, არამედ პროფესიონალთა გუნდად, რომელიც საერთაშორისო დონეზე ახორციელებს უსაფრთხოების სფეროში მაღალი სტანდარტების პრაგმატულ პოლიტიკას. ეს არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის სტრატეგიული მიზნების მიღწევას, საერთაშორისო დიპლომატიური პოზიციის გაძლიერებას და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სისტემის ეფექტიანობას.” – წერს დავით ჩიხელიძე.

Post navigation

Previous: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ, მოადგილეებთან და მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
Next: შს მინისტრის გეკა გელაძისა და ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის, იტამარ ბენ გვირის მიერ თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერაც ცხადყოფს თუ რა სიბნელეშია ნაცპროპაგანდა, თითქოს საქართველოს მთავრობა ისრაელის მტრების მოკავშირეა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.