Skip to content
08/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

შს მინისტრის გეკა გელაძისა და ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის, იტამარ ბენ გვირის მიერ თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერაც ცხადყოფს თუ რა სიბნელეშია ნაცპროპაგანდა, თითქოს საქართველოს მთავრობა ისრაელის მტრების მოკავშირეა

მარშალ პრესი 20/10/2025
gia abashidze

ხელმოწერილი მემორანდუმი ხელს შეუწყობს საქართველოს შინაგან საქმეთა და ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროებს შორის არსებული საპოლიციო თანამშრომლობის გაფართოებას, სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ორივე ქვეყნის მიგრაციის დეპარტამენტებსა და პოლიციის აკადემიებს შორის მოხდება სამუშაო გამოცდილების გაცვლა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში, შს მინისტრის, გეკა გელაძისა და ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის, იტამარ ბენ გვირის მიერ თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას. მისივე თქმით, თუკი ასეთ გამრუდებულ ვითარებას ექნებოდა ადგილი, ისრაელი არათუ თანამშრომლობის მორიგ დოკუმენტს გააფორმებდა ჩვენს ქვეყანასთან, არამედ უპრობლემოდ გააბრუნებდა საზღვრიდან საქართველოს დელეგაციას, ვინაიდან, მსგავს პრაქტიკას ოფიციალური იერუსალიმი ხშირად ახორციელებს ანტიისრაელელი დასავლელი აქტორების მიმართ.

„შს მინისტრის გეკა გელაძისა და ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის, იტამარ ბენ გვირის მიერ თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერაც ცხადყოფს თუ რა სიბნელეშია ნაცპროპაგანდა, თითქოს საქართველოს მთავრობა ისრაელის მტრების მოკავშირეა. თუკი ასეთ გამრუდებულ ვითარებას ექნებოდა ადგილი, ისრაელი არათუ თანამშრომლობის მორიგ დოკუმენტს გააფორმებდა ჩვენს ქვეყანასთან, არამედ უპრობლემოდ გააბრუნებდა საზღვრიდან საქართველოს დელეგაციას. მსგავს პრაქტიკას ოფიციალური იერუსალიმი ხშირად ახორციელებს ანტიისრაელელი ევროპარლამენტარებისა და სხვა დასავლელი აქტორების მიმართ. ხელმოწერილი მემორანდუმი ხელს შეუწყობს საქართველოს შინაგან საქმეთა და ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროებს შორის არსებული საპოლიციო თანამშრომლობის გაფართოებას, სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ორივე ქვეყნის მიგრაციის დეპარტამენტებსა და პოლიციის აკადემიებს შორის მოხდება სამუშაო გამოცდილების გაცვლა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება.“ – წერს აბაშიძე.

Post navigation

Previous: საქართველო აჩვენებს, რომ გლობალური უსაფრთხოების სქემაში სანდო მოთამაშედ აღიქმება – ბოლო კვირების მოვლენებმა, მათ შორის, შს მინისტრის ოფიციალურმა ვიზიტმა ისრაელში, კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველო–ისრაელის სტრატეგიული თანამშრომლობის მაღალი დონე
Next: მოდით დავუსვათ კითხვა გახარიას და მის წარმომადგენლებს – როდიდან გახდა ეს პარლამენტი მათთვის და მათი პატრონებისთვის ლეგიტიმური?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.