Skip to content
08/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს არის გადატვირთვის სიგნალი – შალვა პაპუაშვილი გერმანიის ელჩის გაწვევაზე

მარშალ პრესი 20/10/2025
shalva papuashvili

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს არის გადატვირთვის სიგნალი, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის გაწვევის თაობაზე დასმული კითხვის პასუხად.

მისივე თქმით, ყველა ელჩისთვის ეს უნდა იყოს მაგალითი, დარჩნენ დიპლომატიის ფარგლებში

„ზოგადად, ვნახეთ გუშინ განცხადება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ, როგორც ჩანს, გერმანიის ხელისუფლებაში დაფიქრდნენ იმაზე, რომ მოქმედი ელჩი, ნაცვლად იმისა, რომ ასრულებდეს ხიდის როლს მთავრობებს შორის, მან აირჩია კედლის როლი ჩვენს ქვეყნებსა და მთავრობებს შორის, რაც სამწუხაროა. ვხედავდით მისი მხრიდან თავდასხმებს საქართველოს ხელისუფლებაზე, ვხედავდით მისი მხრიდან რადიკალური ჯგუფების მხარდაჭერას, რაც სამწუხარო იყო. მე სხვა დროსაც ვთქვი, 30-წლიანი განსაკუთრებული პარტნიორობა გერმანიის ელჩის ხელში დავიდა ძალიან დაბალ ნიშნულზე. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს არის გადატვირთვის სიგნალი. რა თქმა უნდა ჩვენ მზად ვართ, რომ ჩვენი ურთიერთობები გერმანიასთან დაბრუნდეს იქ, სადაც იმსახურებს, რომ იყოს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, საკითხზე უცვლელია საქართველოს ხელისუფლების პოზიცია და ოფიციალური თბილისი საკუთარ პოზიციაზე რჩება.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ფაქტი, რომ ელჩი იყო გაწვეული, აქ სიღრმეებში აღარ შევალ, ჩვენი პოზიცია ცნობილია, ამ პოზიციაზე ვრჩებით, გვაქვს არგუმენტები. გვაქვს იმედი, რომ ეს არის სიგნალი, მოხდეს გადააზრება, რომ ელჩი უნდა ასრულებდეს ხიდის როლს და არა კედლის. ყველა ელჩისთვის ეს უნდა იყოს მაგალითი დარჩნენ დიპლომატიის ფარგლებში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

Post navigation

Previous: „დიფ სთეითისგან“ მართული სახელმწიფოები ვერ ეგუებიან საქართველოს სუვერენიტეტს, რადგან მიჩვეულები იყვნენ ჩვენს ქვეყანაში არსებულ ისეთ მთავრობებს, რომლებიც თითის ერთ დაქნევაზე ასრულებდნენ მათ ნება-სურვილს
Next: საქართველოს პარლამენტის ბიურომ ეკა სეფაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ქართული დელეგაციის ძირითად შემადგენლობაში დაამტკიცა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.