Skip to content
09/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

„დიფ სთეითისგან“ მართული სახელმწიფოები ვერ ეგუებიან საქართველოს სუვერენიტეტს, რადგან მიჩვეულები იყვნენ ჩვენს ქვეყანაში არსებულ ისეთ მთავრობებს, რომლებიც თითის ერთ დაქნევაზე ასრულებდნენ მათ ნება-სურვილს

მარშალ პრესი 20/10/2025
sozar subari

„სამწუხაროდ, ბოლო წლებში ვხედავთ ძალიან მტრულ დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ ევროკავშირის ბევრი სახელმწიფოს ლიდერების მხრიდან. ყველაფერს რომ თავისი სახელი დავარქვათ, ეს არის „დიფ სთეითი“ და მის მიერ მართული სახელმწიფოები, რომლებიც ვერ ეგუებიან სუვერენიტეტის იმ კურსს, რომელიც საქართველომ აირჩია“, – ამის შესახებ მედიასთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარმა განუცხადა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეხვედრის შესახებ თემაზე კომენტირებისას.

სოზარ სუბარის თქმით, „დიფ სთეითისგან“ მართული სახელმწიფოები ვერ ეგუებიან საქართველოს სუვერენიტეტს, რადგან მიჩვეულები იყვნენ ჩვენს ქვეყანაში არსებულ ისეთ მთავრობებს, რომლებიც თითის ერთ დაქნევაზე ასრულებდნენ მათ ნება-სურვილს.

„ვერ ეგუებიან იმიტომ, რომ მიჩვეულები იყვნენ საქართველოში ისეთ ხელისუფლებებს, რომლებიც თითის ერთ დაქნევაზე ასრულებდნენ მათ ნება-სურვილს, მათ შორის, ისეთს, როგორიც არის ისეთ ომში ჩართვა, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს განადგურებას გამოიწვევდა. ამას ვერ ეგუებიან დღეს. დანარჩენი ყველაფერი თითიდან გამოწოვილი და მოგონილია“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

Post navigation

Previous: ყველა ბინძური მეთოდი და პროვოკაცია სცადეს ევრო-ბიუროკრატებმა, რომ რამენაირად გაეტეხათ საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლება
Next: ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს არის გადატვირთვის სიგნალი – შალვა პაპუაშვილი გერმანიის ელჩის გაწვევაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.