Skip to content
23/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

Financial Times- ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, დათანხმდეს რუსეთის მოთხოვნებს – წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინას განადგურება ელოდება

მარშალ პრესი 19/10/2025
zelenski, trump, putin

პარასკევს თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, დათანხმებულიყო რუსეთის პირობებს ომის დასრულებასთან დაკავშირებით. ამასთან, გააფრთხილა და შეახსენა რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ თუ უკრაინა არ დათანხმდება, ის მას „გაანადგურებს“- ამის შესახებ Financial Times-ი წერს.

როგორც გამოცემა წერს, შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტმა გვერდით გადადო უკრაინის ფრონტის ხაზის რუკები. მან ზელენსკისგან მოითხოვა მთელი დონბასის გადაცემა პუტინისთვის და არაერთხელ გაიმეორა რუსეთის ლიდერთან საუბარში მის მიერ გამოთქმული მოსაზრებები. სტატიაში ნახსენებია, რომ ევროპელი ოფიციალური პირების თქმით, ტრამპი შეხვედრაზე პუტინის მოსაზრებებს სიტყვასიტყვით იმეორებდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს მის ბოლოდროინდელ განცხადებებს ეწინააღმდეგებოდა. ამასთან, ნათქვამია, რომ უკრაინის ლიდერს შეთანხმების დადება სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში მას განადგურება ემუქრება. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ერთ-ერთი ოფიციალური პირის ცნობით, ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ ომში მარცხდებოდა და დაამატა: „თუ პუტინს უნდა, გაანადგურებს შენს ქვეყანას.“ შეხვედრისას ტრამპმა უკრაინის საბრძოლო რუკები გვერდზე მოისროლა და ზეწოლა მოახდინა ზელენსკიზე, დათანხმებულიყო რუსეთის პირობებს.

Post navigation

Previous: დიდი იმედი მაქვს, რომ გერმანია ობიექტურად გამოიძიებს ყველა ამ გარემოებას და შესაბამისი სამართლიანი პოზიცია ექნება ამ ყველაფერთან დაკავშირებით
Next: აქტიურად ვმუშაობთ სახელმძღვანელოების დახვეწაზე სკოლების დონეზეც, რათა მივიღოთ ახალი, ბევრად უფრო დახვეწილი სახელმძღვანელოები, რომლებიც იქნება დაფუძნებული ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.