Skip to content
07/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დიდი იმედი მაქვს, რომ გერმანია ობიექტურად გამოიძიებს ყველა ამ გარემოებას და შესაბამისი სამართლიანი პოზიცია ექნება ამ ყველაფერთან დაკავშირებით

მარშალ პრესი 19/10/2025
eka sepashvili

ძალიან დიდი ალბათობით, ეს უკავშირდება იმ კითხვებს, რომლებიც ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ დასვა ხელისუფლების მიმართ და ასევე ევროპარლამენტარის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს, – განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა პეტერ ფიშერის გაწვევაზე საუბრისას.

მისვე თმით, ძალიან ბევრი კითხვა ისმება ამ დიპლომატის საქართველოში მოღვაწეობასთან დაკავშირებით.

„ისმება კითხვები თუ, რამდენად არღვევს ვენის კონვენციას და საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობას. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გერმანია ობიექტურად გამოიძიებს ყველა ამ გარემოებას და შესაბამისი სამართლიანი პოზიცია ექნება ამ ყველაფერთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში ქვეყნის ელჩის, პეტერ ფიშერის კონსულტაციებისთვის გაწვევა გადაწყვიტა. ინფორმაცია უწყებამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

Post navigation

Previous: თუ ვახო სანაია მთავარი საინფორმაციო გადაცემის წამყვანია, ის ეთერისთვის უნდა ემზადებოდეს, რადიკალიზმით არ იყოს დაკავებული და უკანონოდ არ კეტავდეს ქუჩას
Next: Financial Times- ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, დათანხმდეს რუსეთის მოთხოვნებს – წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინას განადგურება ელოდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.