Skip to content
07/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როდესაც ამდენი წლის შემდეგ ისევ საარჩევნო თემით მოდის და ისევ გაყალბებაზე ლაპარაკობს, მინიმუმ, ძალიან უხერხულია და უფრო მეტად უტიფრობასთან გვაქვს აქ საქმე” – რატი იონათამიშვილი EPDE-ის ანგარიშზე

მარშალ პრესი 16/10/2025
rati ionatamishvili

თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა ევროპული პლატფორმა “დემოკრატიული არჩევნებისთვის” მიერ გამოქვეყნებული ანგარიში. ორგანიზაცია EPDE-ი ამტკიცებს, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებზე 29 “ყალბი” დამკვირვებელი გამოავლინა, რომლებიც, მათივე თქმით, არჩევნებისთვის საქართველოს ხელისუფლებას ლეგიტიმურობის ილუზიის შექმნაში ეხმარებოდნენ.

ირკვევა, რომ ორგანიზაცია, რომელმაც ეს ანგარიში გამოაქვეყნა, ISFED-ის დაფუძნებულია, “სამართლიანი არჩევნების” ყოფილი ხელმძღვანელი, ელენე ნიჟარაძე კი ამ ორგანიზაციაშია დასაქმებული.

“ქართული ოცნების” წევრმა, რატი იონათამიშვილმა ნიჟარაძის ხელმძღვანელობის პირობებში, 2020 წლის არჩევნების პარალელური დათვლის შედეგების ცდომილება და გაყალბებული მონაცემები გაიხსენა.

“ერთადერთი, რითაც ამ ქალბატონმა აქამდე თავი დაგვამახსოვრა, არის 2020 წლის არჩევნები, როდესაც მან PVT-ის კვლევების შედეგები გააყალბა. მაშინ მისმა დამსაქმებლებმაც ვერ უარყვეს გაყალბების და შემდეგ ამ გაყალბების დამალვის ფაქტი და იძულებულები იყვნენ, რომ ეს ადამიანი გაეთავისუფლებინათ დაკავებული პოზიციიდან. ახლა, როდესაც ამდენი წლის შემდეგ, ისევ საარჩევნო თემით მოდის და ისევ გაყალბებაზე ლაპარაკობს, მინიმუმ, ძალიან უხერხულია და, ვფიქრობ, უფრო მეტად უტიფრობასთან გვაქვს აქ საქმე”, – აცხადებს რატი იონათამიშვილი.

Post navigation

Previous: ფაქტია, რომ დამკვირვებლებმა დადებითად შეაფასეს, როგორც საარჩევნო გარემო, ასევე არჩევნების მიმდინარეობის პროცესი, რაც მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში მაღალ დონეზე ჩატარდა
Next: ისინი პირდაპირ გვეუბნებიან, რომ საქართველოს სახელმწიფო არის მეორე, მესამე რიგის სახელმწიფო, რომელსაც არ აქვს უფლება ჰქონდეს ისეთი კანონმდებლობა, როგორიც განვითარებულ სახელმწიფოებს აქვთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.