Skip to content
07/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ფაქტია, რომ დამკვირვებლებმა დადებითად შეაფასეს, როგორც საარჩევნო გარემო, ასევე არჩევნების მიმდინარეობის პროცესი, რაც მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში მაღალ დონეზე ჩატარდა

მარშალ პრესი 16/10/2025
eka sepashvili

„ეს ორგანიზაციები შემჩნეულები არიან ტყუილში და დეზინფორმაციის გავრცელებაში,“ – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა მედიასთან “ევროპული პლატფორმა დემოკრატიული არჩევნებისთვის” (EPDE) მიერ 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით დადებული კრიტიკული დასკვნის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირის დამკვირვებლების საქართველოში არ ჩამოსვლის მთავარი მიზანი იყო, რომ არჩევნების შემდგომ შესაძლებლობა ჰქონოდათ დეზინფორმაციული და მანიპულაციური განცხადებები გაევრცელებინათ. „ეს ორგანიზაციები შემჩნეულები არიან ტყუილში და დეზინფორმაციის გავრცელებაში. ფაქტია, რომ დამკვირვებლები იყვნენ საქართველოში და დადებითად შეაფასეს, როგორც საარჩევნო გარემო, ასევე არჩევნების მიმდინარეობის პროცესი და ეს მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში მაღალ დონეზე ჩატარდა. ეუთო/ოდირის დამკვირვებლების არ ჩამოსვლა კი ემსახურებოდა იმას, რომ მათ შესაძლებლობა ჰქონოდათ შემდგომში დეზინფორმაციული და მანიპულაციური განცხადებები გაევრცელებინათ. მათ ჩვენ და ჩეხეთმა ერთდროულად მივმართეთ, მაგრამ ჩეხეთში ჩავიდნენ არჩევნების დასაკვირვებლად, საქართველოში კი არ ჩამოვიდნენ,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Post navigation

Previous: ეტყობა ქართული FARA ნელა-ნელა, მაგრამ თავის საქმეს აკეთებს – აგენტურას ძალიან გაუჭირდა და დასახმარებლად მფარველებს მიმართა, მათაც ვენეციის კომისიას დააწერინეს სასურველი მოსაზრება
Next: როდესაც ამდენი წლის შემდეგ ისევ საარჩევნო თემით მოდის და ისევ გაყალბებაზე ლაპარაკობს, მინიმუმ, ძალიან უხერხულია და უფრო მეტად უტიფრობასთან გვაქვს აქ საქმე” – რატი იონათამიშვილი EPDE-ის ანგარიშზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.