Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა რამშტაინის ფორმატის მორიგ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

მარშალ პრესი 15/10/2025
Ramstein

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბელგიის სამეფოში იმყოფება. ირაკლი ჩიქოვანმა ბრიუსელში, რამშტაინის ფორმატში გამართულ რიგით 31-ე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. საერთაშორისო ჯგუფის შეხვედრას, ნატოს შტაბ-ბინაში, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ჰილიმ უმასპიმძლეს. შეხვედრას ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები და უმაღლესი რანგის ოფიციალური პირები დაესწრნენ. 

სხდომის მონაწილეებმა უკრაინაში მიმდინარე ომის ვითარება მიმოიხილეს და სამხედრო დახმარების საჭიროებებზე იმსჯელეს. 

რამშტაინის ფორმატი ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით 2022 წლის აპრილში ჩამოყალიბდა. 2025 წლის 13 თებერვლიდან კი, მას გაერთიანებული სამეფო გერმანიასთან ერთად უწევს კოორდინაციას.

Post navigation

Previous: ბაჩო ახალაია არის ერთ-ერთი მწამებელი, რომელიც ქმნიდა რეჟიმს, სადაც სისტემატურად და სისტემურად ირღვეოდა ადამიანის უფლებები
Next: ისეთივე უცხოელი აგენტები არიან ევროპულ ბიუროკრატიაში, როგორიც არის ბაია პატარაია საქართველოში, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ელაპარაკა მაკა ბოჭორიშვილი, რაც გინდა ელაპარაკე, გავიდა საღამოს აქციაზე 51-ე აკაცუკად

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.