Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შოტლანდიელი ლეიბორისტების ახალი ლიდერი, პაკისტანელი ანას სარვარი შეშფოთებულია, რომ შოტლანდიის ყველა უწყების ხელმძღვანელი თეთრკანიანია

მარშალ პრესი 15/10/2025
DAVID KARTVELISHVILI

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში შოტლანდიელი ლეიბორისტების ახალი ლიდერის, პაკისტანელი ანას სარვარის გამოსვლიდან ვიდეო ფრაგმენტს აქვეყნებს, სადაც შეშფოთებას გამოხატავს, რომ შოტლანდიის ყველა უწყების ყოველი ხელმძღვანელი თეთრკანიანია.

“საშინელებაა, აბა რა! შოტლანდიელი ლეიბორისტების ახალი ლიდერი, პაკისტანელი ანას სარვარი – რომელმაც ამ პოზიციაზე შეცვალა თავისი “შოტლანდიელი” თანამემამულე ჰამზა იუსეფი აღშფოთებასა შინა შეშფოთებულია: “ყოველ სამთავრობო უწყებაში ყოველი საბჭოს ხელმძღვანელი – თეთრკანიანია. შოტლანდიის ყოველი უწყების დირექტორი – თეთრკანიანია. შოტლანდიის ყოველი კოლეჯის და უნივერსიტეტის რექტორი – თეთრკანიანია. შოტლანდიის ყოველი სკოლის დირექტორი – თეთრკანიანია. შოტლანდიის უზენაესი სასამართლის ყოველი მოსამართლე – თეთრკანიანია. შოტლანდიის ციხის უფროსი – თეთრკანიანია. შოტლანდიის საინფორმაციო რედაქციის ყოველი უფროსი – თეთრკანიანია…”.

სავსებით გასაგებია ამ “შოტლანდიელის” აღშფოთება – გუშინწინ იმავე კარდიფში ჩატარებულ საფეხბურთო მატჩს ვუყურებდი: უელსის ბელგიის წინააღმდეგ – რომლის წინ მთელი სტადიონი “აკაპელო” მღეროდა საკუთარ ჰიმნს ვალიურ, და არა – არაბულ, ურდუს თუ პენჯაბურ ენაზე. ეს იმდენად აღმაშფოთებელი იყო “შოტლანდიელი” თუ “ინგლისელი” არათეთრკანიანი “აბორიგენებისთვის” – რამდენადაც საოცრად სასიამოვნო თეთრკანიანებისთვის…”- წერს ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: საქართველო მშვიდობიანი ქვეყანაა მკაფიო ხედვითა და სტაბილურობის შენარჩუნების იდეისადმი ერთგულებით, ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ვართ, რომელიც ღიაა ტურისტებისთვის, ინვესტორებისთვის და ნებისმიერი სტუმრისთვის
Next: ბაჩო ახალაია არის ერთ-ერთი მწამებელი, რომელიც ქმნიდა რეჟიმს, სადაც სისტემატურად და სისტემურად ირღვეოდა ადამიანის უფლებები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.