Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ძალიან მოხარულები ვართ. მაღალი დონის შეხვედრები იქნება – ლევან მაჭავარიანი ეუთოს თავმჯდომარის ვიზიტზე

მარშალ პრესი 14/10/2025
levan machavariani

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი „დღის ქრონიკაში“ ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ელინა ვალტონენის საქართველოში ვიზიტს ეხმიანება. მან აღნიშნა, რომ ქართული მხარე ყოველთვის მოხარულებია ეუთოსთან თანამშრომლობით.

„ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ. მაღალი დონის შეხვედრები იქნება. ყოველთვის მოხარულები ვიქნებით ეუთოსთან თანამშრომლობით. ერთადერთი, რასაც ჩვენ ვითხოვთ მთლიანად საერთაშორისო საზოგადოებისგან, არის ის, რომ თუ რაღაც კრიტიკა იქნება „ქართული ოცნების“ მისამართით, მინიმუმ რაღაც არგუმენტებზე მაინც იყოს დაფუძნებული და არა აღქმებზე“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი სამხრეთ კავკასიას ეწვევა. საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში მას მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრები 13 – 15 ოქტომბრის პერიოდში აქვს დაგეგმილი.

Post navigation

Previous: რა თქმა უნდა, სამართლებრვი რეგულაცია უნდა არსებობდეს, რომ მცირერიცხოვანმა რადიკალებმა გზის ხელოვნურად გადაკეტვით მოქალაქეებს ხელი არ შეუშალონ
Next: საქართველოს პრეზიდენტი თურქეთში იმყოფება- მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ნაკრებს შვილებთან ერთად უგულშემატკივრებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.