Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ამ ხალხს, რასაკვირველია დავაკავებდი, მაგრამ სხვა მუხლით – თამარ ჩერგოლეიშვილი 4 ოქტომბრის დამხობის მონაწილეებზე

მარშალ პრესი 14/10/2025
tamar chergoleishvili

“ფედერალისტების” ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა, 4 ოქტომბრის დამხობის მონაწილეების დაკავებაზე საუბრისას განაცხადა, რომ ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში ამ ხალხს დააკავებდა, თუმცა – სხვა მუხლით. ჩერგოლეიშვილის განმარტებით, ძალადობრივ ქმედებებში მონაწილე პირებს უფრო მსუბუქი მუხლით დააკავებდა, ვინაიდან, დამხობის სცენარი არ არსებობს და “დროშაში გაბუდნული იდიოტები ხალხს აბოლებდნენ.” “რასაკვირველია, დავაკავებდი, ოღონდ თუ დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობს და არ არსებობს დამხობის სცენარი, სხვა მუხლით, გაცილებით მსუბუქი მუხლით.

უნდა ჩავხედო [კანონს], უპასუხისმგებლო ხომ არ ვარ, რომ ვიდგე და ვარახუნო რაღაცები ამ ყველაფერზე, მაგრამ, სხვა მუხლი – არ ვიცი, შენობის, ჭიშკრის, სახელმწიფო ქონების დაზიანება მაგალითად ან რაღაც ასეთი და არა დამხობა, იმიტომ, რომ არ არსებობს ხალხო დამხობა, არ არსებობს. სრული აფერა იყო. დროშაში “გაბუდნული” იდიოტები, სრული იდიოტები, დადიოდნენ და ხალხს “აბოლებდნენ”. თან მთავარი პრობლემა რა იყო? – მე “მკიდია” მაგათი წნეხი, მაგრამ, რას აკეთებდნენ იცი? კითხვის დასმას კრძალავდნენ, ანუ “ქოცად” გნათლავდნენ და მერე, ფეისბუქ ტროლ-ბოტობა რომ ჰყავთ, ერთი კაცი რომ შვიდ პროფილთან ზის და ხალხს აბულინგებს, სიმრავლის განცდა რომ იყოს – სად იყო იქ ხალხი, პაატა მანჯგალაძეს, ირაკლი ნადირაძეს როლ აკავებდნენ?!

ელენე ხოშტარია რომ გაემიჯნა, რომელიც პირველი იყო, ვინც ამბავი ატეხა, პრინციპში, პირველი ბოკუჩავა იყო, მერე იყო ელენე – უბრალოდ, ნახეთ ელენეს 30 ივლისის პოსტი, ბანდერლოგები შეესივნენ ჩვეულებრივად, არ ვიცი, რამდენი კომენტარია და სრულიად დელიკატურად დაწერილ პოსტზე რა ქნეს. და ეს აფერისტები გეტყვიან, შენ მლანძღავ, უხეშად მელაპარაკები და ვერ ვიგებ. ელენე ხომ გფხანდათ ფაშვს,”- განაცხადა ჩერგოლეიშვილმა გადაცემაში “ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე”.

Post navigation

Previous: ევროკავშირი გადაიქცა გარყვნილების და კორუფციის ბუდედ – უნდა ამოვიღოთ ის მუხლი კონსტიტუციიდან, სამარცხვინო მდგომარეობა, როდესაც ევროკავშირზე და NATO-ზე ვლაპარაკობთ, ორგანიზაციებზე, რომლებიც პრაქტიკულად ჩამოიშალნენ, აღარც ევროკავშირი და აღარც NATO არაფერს არ წარმოადგენს
Next: გლობალური შიმშილის ინდექსით საქართველო საუკეთესო ქვეყნებს შორის დასახელდა, უკრაინა და მოლდოვა კი ევროპის უკანასკნელ სამეულშია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.