Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ევროკავშირი გადაიქცა გარყვნილების და კორუფციის ბუდედ – უნდა ამოვიღოთ ის მუხლი კონსტიტუციიდან, სამარცხვინო მდგომარეობა, როდესაც ევროკავშირზე და NATO-ზე ვლაპარაკობთ, ორგანიზაციებზე, რომლებიც პრაქტიკულად ჩამოიშალნენ, აღარც ევროკავშირი და აღარც NATO არაფერს არ წარმოადგენს

მარშალ პრესი 14/10/2025
goga khaindrava

მინდა მივმართო თქვენი ეთერიდან ჩვენს ხელისუფლებას, პარლამენტს, უნდა ამოვიღოთ ის მუხლი კონსტიტუციიდან, სამარცხვინო მდგომარეობა, როდესაც ევროკავშირზე და NATO-ზე ვლაპარაკობთ ორგანიზაციებზე, რომელიც პრაქტიკულად, აბსოლუტურად ჩამოიშალა აღარც ევროკავშირი და აღარც ნატო არაფერს არ წარმოადგენს,- ამის შესახებ კინორეჟისრომა, გოგა ხაინდრავამ განაცხადა გადაცემაში „ იმედიlive”.

ხაინდრავას განცხადებით, ევროკავშირი გარყვნილების და კორუფციის ბუდედ გადაიქცა.

„ჩვენ ვხედავთ რა ხდებოდა, ევროკავშირის პრესსპიკერი მოუწოდებდა ქართველ ხალხს არა არჩევნებზე მისვლას არჩევნების დღეს, არამედ რევოლუციურ პროცესებში მონაწილეობას. ეს სურათი მხარდაჭერილია. დეგრადაცია არის სრული ჩვენ ამას ვხედავთ.

ის ჩამოიშალა, ევროკავშირი აღარ არსებობს მე რამდენჯერმე ვთქვი უკვე და ეხლაც მინდა მივმართო თქვენი ეთერიდან ჩვენ ხელისუფლებას პარლამენტს უნდა ამოვიღოთ ის კონსტიტუციიდან სამარცხვინო მდგომარეობა როდესაც ევროკავშირზე და ნატოზე ვლაპარაკობთ ორგანიზაციებზე, რომელებიც პრაქტიკულად, აბსოლუტურად ჩამოიშალნენ აღარც ევროკავშირი და აღარც ნატო არაფერს არ წარმოადგენს. ამას ყველანი კარგად ვხედავთ ეს ევროკავშირი გადაიქცა რაღაცა ბუდედ გარყვნილების კორუფციის, რაღაც ანტიდემოკრატიული ქმედებების იმიტომ, რასაც ჩვენ ვუყურებთ და რაც ჩვენ გვესმის თუნდაც დღეს რა განცხადებებიც კეთდება იქიდან, ესე იგი ის დაწესებულება, სადაც 540 კაცი უწევს ხელს რეზოლუციას, რომელიც წაკითხულიც კი არაა აქ უკვე მეტყველებს იმაზე რა მდგომარეობაში არიან“,- განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

Post navigation

Previous: სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას
Next: ამ ხალხს, რასაკვირველია დავაკავებდი, მაგრამ სხვა მუხლით – თამარ ჩერგოლეიშვილი 4 ოქტომბრის დამხობის მონაწილეებზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.