Skip to content
13/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სანახევროდ პოლიტიკაში გადასული და ოპოზიციის გუნდში მოთამაშე ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისი“ პოლიტიკურ სუბიექტად აპირებს გარდაქმნას, როგორც მისმა ხელმძღვანელმა განაცხადა. ის ერთ დროს ივანიშვილის კარზე მუშაობდა და როგორც ამბობენ, ფინანსური თაღლითობის გამო გამოაგდეს

მარშალ პრესი 13/10/2025
zaal anjaparidze

საქართველოს პოლიტიკურ ველზე გარკვეული მოძრაობები დაიწყო. სანახევროდ პოლიტიკაში გადასული და ოპოზიციის გუნდში მოთამაშე ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისი“ პოლიტიკურ სუბიექტად აპირებს გარდაქმნას, როგორც მისმა ხელმძღვანელმა განაცხადა. ის ერთ დროს ივანიშვილის კარზე მუშაობდა და როგორც ამბობენ, ფინანსური თაღლითობის გამო გამოაგდეს – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, ანალიტიკურ ცენტრ “ჯეოქეისის” ექსპერტ ვიქტორ ყიფიანის განცხადებას.

მისივე თქმით, დასავლეთი ცდილობს, დისკრედიტებული ოპოზიციის ნაცვლად ახალი, მის მიერ კონტროლირებადი ძალები შემოიყვანოს ქართულ პოლიტიკაში. „ საქართველოს პოლიტიკურ ველზე გარკვეული მოძრაობები დაიწყო.

სანახევროდ პოლიტიკაში გადასული და ოპოზიციის გუნდში მოთამაშე ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისი“ პოლიტიკურ სუბიექტად აპირებს გარდაქმნას, როგორც მისმა ხელმძღვანელმა განაცხადა. ის ერთ დროს ივანიშვილის კარზე მუშაობდა და როგორც ამბობენ, ფინანსური თაღლითობის გამო გამოაგდეს. თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ეს გადაწყვეტილება „ჯეოქეისში“ მათ დასავლელ კურატორებთან კონსულტაციის შედეგად მიიღეს. „ჯეოქეისის“ პერსონალური შემადგენლობა მკაფიო სურათს იძლევა იმისა, თუ რა ტიპის პოლიტიკური სუბიექტი შეიძლება მოევლინოს ქვეყანას. აშკარად ჩანს, რომ ამჟამინდელი ოპოზიციის სრული დისკრედიტაციის ფონზე, განსაკუთრებით 4 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც თავად ოპოზიციურ ელექტორატსაც კი აღარ სჯერა მათი, დასავლეთი ცდილობს ქართულ პოლიტიკაში მის მიერ მართვადი ახალი ძალების შემოყვანას.

კოლექტიური ნაცმოძრაობისგან ისინი მხოლოდ იმით განსხვავდებიან, რომ 2003-2012 წლებში ხელისუფლებაში არ იყვნენ და არ მონაწილეობდნენ იმ სისაძაგლეებში, რასაც ენმ სჩადიოდა. სამაგიეროდ ღირებულით და მსოფლმხედველური კუთხით, რომ იტყვიან ერთი ფესვიდან არიან ამოზრდილნი. რამდენად გამოუვათ ქართულ პოლიტიკურ ველზე დომინირება, და საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა, დიდწილად იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად სწორად და დროულად გაშიფრავს ჯანსაღი საზოგადოება მათ რეალურ პოლიტიკურ სახეს.“ – წერს ანჯაფარიძე.

Post navigation

Previous: ვიქტორ ყიფიანის პოლიტიკაში მოსვლა, ცხადია, ვერც ოპოზიციას და ვერც მის პატრონებს ვერანაირ ბენეფიტს ვერ მისცემს, მაგრამ ერთი კი ვიცი – მთელი საქართველო გაიგებს მისი ქურდობის შესახებ, ამჯერად დეტალებში, რაც პატრონი, ის ყმა და მონაო – “დიფ სთეითზე” და ყიფიანზეა ნათქვამი
Next: წინ მივიწევთ საერთაშორისო ინდექსებში იმ ფონზე, როცა გვაშანტაჟებენ ექსტრემიზმის მხარდამჭერი და საშინაო რეიტინგებშიც დაკნინებული ევროკრატები, გამჭვირვალობის კუთხით, საქართველოს მთავრობა ევროპის ტოპ ათეულშია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.