Skip to content
13/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • მედია

ვიქტორ ყიფიანის პოლიტიკაში მოსვლა, ცხადია, ვერც ოპოზიციას და ვერც მის პატრონებს ვერანაირ ბენეფიტს ვერ მისცემს, მაგრამ ერთი კი ვიცი – მთელი საქართველო გაიგებს მისი ქურდობის შესახებ, ამჯერად დეტალებში, რაც პატრონი, ის ყმა და მონაო – “დიფ სთეითზე” და ყიფიანზეა ნათქვამი

მარშალ პრესი 13/10/2025
zurab kadagidze

“დიფ სთეითი” ხელწერას არ იცვლის და საკუთარ აგენტებს აქტიურად ექაჩება ქართულ პოლიტიკაში. პრინციპში, მოსალოდნელიც იყო, რომ გაცამტვერებული და გავერანებული ოპოზიციის შემდეგ მათ პატრონებს აქვთ სურვილი, ველი გადაახალისონ. ამ გამოუვალ მდგომარეობაში, როგორც მოსალოდნელი იყო, ვიქტორ ყიფიანი გამოაგორეს, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ვიქტორ ყიფიანმა, რომელიც “სტაჟიანი აგენტი, თუმცა ქარაქუცა და იშვიათი ნაძირალაა”, პატრონების დავალებით, სცადა ბიძინა ივანიშვილისთვის ფული მოეპარა, რაც მალევე გაუგეს და მოუწია მოპარულის დაბრუნება.

ქადაგიძის ინფორმაციით, ყიფიანმა შემდეგ დოკუმენტსაც ხელი მოაწერა, სადაც აღიარებს როგორც ქურდობის, ასევე თანხის დაბრუნების ფაქტს. “მიუხედავად იმისა, რომ მარტივია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად გაშიფრულია, მიუხედავად იმისა, რომ არავის აქვს ნდობა და არავის სჯერა, მიუხედავად იმისა, რომ გაცვეთილი სცენარია, “დიფ სთეითი” ხელწერას არ იცვლის და საკუთარ აგენტებს აქტიურად ექაჩება ქართულ პოლიტიკაში. პრინციპში, მოსალოდნელიც იყო, რომ გაცამტვერებული და გავერანებული ოპოზიციის შემდეგ მათ პატრონებს აქვთ სურვილი, ველი გადაახალისონ. ამ გამოუვალ მდგომარეობაში, როგორც მოსალოდნელი იყო, ვიქტორ ყიფიანი გამოაგორეს.

სტაჟიანი აგენტი, დავალებების ზედმიწევნით ზუსტად შემსრულებელი, თუმცა სრულიად ქარაქუცა და იშვიათი ნაძირალა, გაქნილი თაღლითი. ყიფიანის პოლიტიკაში მოსვლა, ცხადია ვერც ოპოზიციას და ვერც მის პატრონებს ვერანაირ ბენეფიტს ვერ მისცემს, მაგრამ ერთი კი ვიცი – მთელი საქართველო გაიგებს მისი ქურდობის შესახებ, ამჯერად დეტალებში შეგახსენებთ, რომ პატრონების დავალებით მან ბიძინა ივანიშვილისთვის ფულის მოპარვა სცადა, რაც მალევე გაუგეს და ყიფიანმაც მუხლმოდრეკილმა ითხოვა, დაჭერას გადამარჩინეთ და თანხას კაპიკ-კაპიკ დავაბრუნებო. ასეც მოიქცა – ყველაფერი უკან მიიტანა. შემდეგ დოკუმენტსაც ხელი მოაწერა, სადაც აღიარებს როგორც ქურდობის, ასევე თანხის დაბრუნების ფაქტს. რაც პატრონი, ის ყმა და მონაო – დიფ სთეითზე და ყიფიანზეა ნათქვამი.” – წერს ზურაბ ქადაგიძე.

Post navigation

Previous: ამერიკელი, კანადელი, იტალიელი და შვედი ჟურნალისტები საქართველოს გასტრო ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან
Next: სანახევროდ პოლიტიკაში გადასული და ოპოზიციის გუნდში მოთამაშე ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისი“ პოლიტიკურ სუბიექტად აპირებს გარდაქმნას, როგორც მისმა ხელმძღვანელმა განაცხადა. ის ერთ დროს ივანიშვილის კარზე მუშაობდა და როგორც ამბობენ, ფინანსური თაღლითობის გამო გამოაგდეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.