Skip to content
13/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

პროკურატურამ ქრთამის აღების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

მარშალ პრესი 13/10/2025
prokuratura

საქართველოს პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომელს, ქრთამის აღების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესახებ პერსონალური ინფორმაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბაზაში გადამოწმების და უკანონოდ გადაცემის სანაცვლოდ, ქრთამის სახით 1000 აშშ დოლარი აიღო.

ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ქრთამის სახით აღებული თანხა ამოიღეს.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ ქრთამის აღება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

 

Post navigation

Previous: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ნიკოლაი როგაშჩუკს შეხვდა
Next: ამერიკელი, კანადელი, იტალიელი და შვედი ჟურნალისტები საქართველოს გასტრო ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.