Skip to content
13/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ნიკოლაი როგაშჩუკს შეხვდა

მარშალ პრესი 13/10/2025
177

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ნიკოლაი როგაშჩუკს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ბელარუსს შორის არსებულ ურთიერთობებს, ასევე სხვადასხვა სფეროში, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური და სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების დადებით დინამიკას და სამომავლო პერსპექტივებს.

ელჩმა პრემიერ-მინისტრს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წარმატებით ჩატარებასთან დაკავშირებით ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის მისალოცი წერილი გადასცა.
პრემიერ-მინისტრმა ელჩს ბელარუსის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

Post navigation

Previous: საქართველოში 2025 წლის იანვარი-სექტემბრის მონაცემებით ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
Next: პროკურატურამ ქრთამის აღების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.