Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მზია ამაღლობელი დაჯილდოვდა „თავისუფალ ჟურნალისტიკაში შეტანილი წვლილისთვის” – როცა წესრიგი ირღვევა, მაგრამ ამ დარღვევას დასავლური დღის წესრიგი ამართლებს, ის მას სააკაშვილის, გვარამიას და ამაღლობელის დაჯილდოვებით პასუხობს

მარშალ პრესი 10/10/2025
DAVID KARTVELISHVILI

საქართველოში და ეს ყველამ საკუთარი თვალით იხილა – მოხდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელდა თავდასხმა, სამართალდამცველებმა მიიღეს მძიმე დაზიანებები, სახელმწიფოს სიმბოლოები კი შეურაცხყოფილი იქნა. და მაინც – არც ერთ ევროპულ ქვეყანას, არც აშშ-ს ადმინისტრაციას არ გამოუთქვამს თუნდაც ერთი სიტყვა, რომელიც ამ ძალადობას დაგმობდა. სრული დუმილი, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი – ადამიანი, რომელმაც პოლიციელზე თავდასხმის გამო სასამართლოს გადაწყვეტილებით მიიღო საკადრისი სასჯელი – დღეს დასავლეთის მხრიდან დაჯილდოვდა „თავისუფალ ჟურნალისტიკაში შეტანილი წვლილისთვის”. „ საქართველოში და ეს ყველამ საკუთარი თვალით იხილა – მოხდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელდა თავდასხმა, სამართალდამცველებმა მიიღეს მძიმე დაზიანებები, სახელმწიფოს სიმბოლოები კი შეურაცხყოფილი იქნა. და მაინც – არც ერთ ევროპულ ქვეყანას, არც აშშ-ს ადმინისტრაციას არ გამოუთქვამს თუნდაც ერთი სიტყვა, რომელიც ამ ძალადობას დაგმობდა.

სრული დუმილი. ამ დუმილის ფონზე კი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი – ადამიანი, რომელმაც პოლიციელზე თავდასხმის გამო სასამართლოს გადაწყვეტილებით მიიღო საკადრისი სასჯელი – დღეს დასავლეთის მხრიდან დაჯილდოვდა „თავისუფალ ჟურნალისტიკაში შეტანილი წვლილისთვის“. ეს ორი ფაქტი ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია. დასავლეთი უკვე დიდი ხანია დემოკრატიას იყენებს არა როგორც ღირებულებას, არამედ როგორც გეოპოლიტიკურ იარაღს. თუ პროტესტი ემსახურება მათ ინტერესებს – მას უწოდებენ „თავისუფლებისთვის ბრძოლას“. თუ კი პროტესტი არღვევს მათ პოლიტიკურ სქემას – მაშინ ის უკვე „სახელისუფლებო რეპრესიად“ მიიჩნევა.

ასე იქმნება დემოკრატიის ახალი ფორმულა: “არა აქვს მნიშვნელობა, ვინ არღვევს კანონს; მთავარია, ვის სასარგებლოდ არღვევს”. ლიბერალური დასავლეთის თვალში გმირად იქცა ის, ვინც სახელმწიფოს ებრძვის, თუნდაც ძალადობრივად. თუკი ჟურნალისტი პოლიციელს დაესხმება თავს – ამას თავისუფლების გამოხატვად მიიჩნევენ. თუკი ხელისუფლება დაიცავს წესრიგს – ამას უკვე ავტორიტარიზმს უწოდებენ. ეს არის მორალური ქაოსი, სადაც კანონი და ღირსება მეორეხარისხოვანი ხდება, ხოლო მთავარი კრიტერიუმი მხოლოდ პოლიტიკური ერთგულებაა. დღეს საქართველო დგას ორი სამყაროს გზაჯვარედინზე: ერთ მხარეზეა – ტრადიციული მიდგომები, სადაც სახელმწიფოებრივი სტაბილურობა და იდენტობა ფასობს, მეორეზე – ლიბერალური, სადაც წესრიგს ინდივიდუალური ახირება ცვლის. და სწორედ ამიტომ, როცა საქართველო იცავს საკუთარ წესრიგს – დასავლეთი დუმს. როცა წესრიგი ირღვევა, მაგრამ ამ დარღვევას დასავლური დღის წესრიგი ამართლებს – ის ამას სააკაშვილის, გვარამიას და ამაღლობელის დაჯილდოვებით პასუხობს. დასავლეთის დუმილი და მათი ჯილდოები შემთხვევითი არ არის. ეს არის “მესიჯი”: „თუ ჩვენი მხარე ხარ – ყველაფერი შეგიძლია. თუ არა – კანონის დაცვა შენს წინააღმდეგ შემოტრიალდება.“ ეს არის ორმაგი სტანდარტების ცივი პოლიტიკა, სადაც დემოკრატია აღარ არის ღირებულება – ის იქცა ბერკეტად, რომლითაც მცირე ქვეყნების სუვერენიტეტს ამოწმებენ ერთგულებაზე.“ – წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: მზია ამაღლობელის დაჯილდოება არის ფარსი, სიყალბე და სამწუხარო თეატრალიზებული წარმოდგენა, რომლის რეალურ მიზანს “დიპ სტეიტი” არ მალავს – მათ სჭირდებათ ყალბი გმირები, რათა საზოგადოებას დაუკარგონ სიმართლის გარჩევის უნარი
Next: თუ 70 წელს გადაცილებული ხარ და ექიმი ხარ, მაშინ გაქვს უფლება შტურმით აიღო პრეზიდენტის რეზიდენცია? კანონი ყველასთვის კანონია – არ აქვს მნიშვნელობა არც სქესს და არც ასაკს, დააშავებ-დაისჯები!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.