Skip to content
10/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მზია ამაღლობელის დაჯილდოება არის ფარსი, სიყალბე და სამწუხარო თეატრალიზებული წარმოდგენა, რომლის რეალურ მიზანს “დიპ სტეიტი” არ მალავს – მათ სჭირდებათ ყალბი გმირები, რათა საზოგადოებას დაუკარგონ სიმართლის გარჩევის უნარი

მარშალ პრესი 10/10/2025
davit chikhelidze

მზია ამაღლობელის დაჯილდოება არის ფარსი, სიყალბე და სამწუხარო თეატრალიზებული წარმოდგენა, რომლის რეალურ მიზანს “დიპ სტეიტი” არ მალავს – მათ სჭირდებათ ყალბი გმირები, რათა საზოგადოებას დაუკარგონ სიმართლის გარჩევის უნარი და საკუთარი დღის წესრიგი განახორციელონ. გლობალურ პოლიტიკურ ძალებს სჩვევიათ არაფრით გამორჩეული ადამიანების ხელოვნურად განდიდება – მათთვის მთავარია იპოვონ ისეთები, ვისაც არ გააჩნია შავისა და თეთრის გარჩევის ინტელექტი, – წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, როცა მზია ამაღლობლის მსგავს ადამიანს არწმუნებ, რომ გმირია, ისიც იჯერებს და წინასწარ დაწერილი სცენარით მოქმედებას იწყებს, მერე კი ამ მოჩვენებითი სტატუსის დაკარგვის შიშით მზადაა, თავისი „პატრონების“ სასარგებლოდ, ნებისმიერი სიბინძურე ჩაიდინოს.

„ მზია ამაღლობელის დაჯილდოება არის ფარსი, სიყალბე და სამწუხარო თეატრალიზებული წარმოდგენა, რომლის რეალურ მიზანს “დიპ სტეიტი” არ მალავს — მათ სჭირდებათ ყალბი გმირები, რათა საზოგადოებას დაუკარგონ სიმართლის გარჩევის უნარი და საკუთარი დღის წესრიგი განახორციელონ. გლობალურ პოლიტიკურ ძალებს სჩვევიათ არაფრით გამორჩეული ადამიანების ხელოვნურად განდიდება — მათთვის მთავარია იპოვონ ისეთები, ვისაც არ გააჩნია შავისა და თეთრის გარჩევის ინტელექტი. როცა ასეთ ადამიანს არწმუნებ, რომ გმირია, ისიც იჯერებს და წინასწარ დაწერილი სცენარით მოქმედებას იწყებს. მერე კი ამ მოჩვენებითი სტატუსის დაკარგვის შიშით მზადაა, თავისი „პატრონების“ სასარგებლოდ, ნებისმიერი სიბინძურე ჩაიდინოს.

ასე აღმოჩნდა მზია ამაღლობელიც — ქალი, რომელსაც დააჯერეს, რომ თავისუფლებისთვის იბრძვის, სინამდვილეში კი საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ გაილაშქრა. ეს არ იყო ემოციური აფეთქება — ეს იყო წინასწარ გააზრებული ქმედება: მან ფიზიკურად დააზიანა პოლიციელი, სიმბოლურად კი ხელი დაარტყა სახელმწიფოს, კანონიერებას და ქვეყნის უსაფრთხოებას. დღეს კი, იმის ნაცვლად, რომ საკუთარ დანაშაულზე დაფიქრდეს, მას ჯილდო გადასცეს. ჯილდოთი თითქოს უთხრეს: “ყოჩაღ, შენ შენი პატრონების დავალება ღირსეულად შეასრულე — ახლა ჩვენ ამ მონურ სამსახურისთვის, გმირის მანტიით გმოსავთ.”

ასეთ მოდელირებულ, ხელოვნურად შექმნილ რეალობაში ცხოვრობენ თანამედროვე „გმირები“ — ადამიანები, რომლებიც ვერ ხვდებიან, რომ სინამდვილეში უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარები და სასარგებლო იდიოტები არიან.

განსაკუთრებით ცინიკურია ის, რომ დაჯილდოების ტექსტში წერია: „მან შექმნა ორი ყველაზე პოპულარული და სანდო პლატფორმა ქვეყანაში — ბათუმელები და ნეტგაზეთი.“ ეს წინადადება თვითონვე უარყოფს ჯილდოს სერიოზულობას. როცა ამას თავად მზია ამაღლობელი კითხულობს, ხომ უნდა მიხვდეს, რომ თვალებში ნაცარი შეაყარეს? მის ადგილზე მყოფ ნორმალურ ადამიანს მინიმუმ შერცხვებოდა (ტექსტის წაკითხვის შემდეგ) მაგრამ როგორც ჩანს აგენტებს სირცხვილის განცდა არ აქვთ!

ყველას კარგად ესმის, რომ არც „ნეტგაზეთი“ და არც „ბათუმელები“ არ არიან პოპულარული და მით უმეტეს — სანდო პლატფორმები. ისინი წარმოადგენენ ოპოზიციის სატელიტებს, რომელთა ფუნქციაც არა ინფორმირება, არამედ დეზინფორმაცია და პოლიტიკური მანიპულაციაა. საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს მათ შესახებ არც კი სმენია, რაც უკვე საკმარისად ცხადყოფს ამ მედიის “პოპულარობას”. – წერს დავით ჩიხელიძე.

Post navigation

Previous: მზია ამაღლობელი სამართლებრივი და მორალური თვალსაზრისით, არის კანონით აკრძალული ქმედების ჩამდენი პირი და ის არ არის ამ ქვეყნის გმირი
Next: მზია ამაღლობელი დაჯილდოვდა „თავისუფალ ჟურნალისტიკაში შეტანილი წვლილისთვის” – როცა წესრიგი ირღვევა, მაგრამ ამ დარღვევას დასავლური დღის წესრიგი ამართლებს, ის მას სააკაშვილის, გვარამიას და ამაღლობელის დაჯილდოვებით პასუხობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.