Skip to content
26/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

შსს პოლონეთისა და საქართველოს მოქალაქეებს შორის კონფლიქტის ამსახველ კადრებს ავრცელებს

მარშალ პრესი 09/10/2025
Capture

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლონეთისა და საქართველოს მოქალაქეებს შორის კონფლიქტის ამსახველ კადრებს ავრცელებს.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გთავაზობთ პოლონეთისა და საქართველოს მოქალაქეებს შორის მომხდარი კონფლიქტის ამსახველ კადრებს. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველების მიერ დაკავებულია ორი პირი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ში.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თბილისში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს პოლონეთის სამ მოქალაქეს, ხოლო ფიზიკური დაპირისპირებისას ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ე.გ-მ ბლაგვი საგნის გამოყენებით ფიზიკურად იძალადა მათზე. მომხდარის შემდეგ, დანაშაულში ბრალდებული პირები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ე.გ. და ს.ჯ. ცხელ კვალზე დააკავეს. დაშავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

Post navigation

Previous: საქართველოს თავდაცვის მინისტრი ორმხრივ ფორმატში თურქეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
Next: სწორედ ასეთ ლაბილური ფსიქიკის მქონე ადამიანებზე ნადირობდა გაერთიანებული ნაცლიბერდებილობა და იყენებდა საზარბაზნე ხორცად

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.