Skip to content
26/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ორმხრივ ფორმატში თურქეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

მარშალ პრესი 09/10/2025
1332

საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მონაწილეობს. ვიზიტის ფარგლებში  მინისტრმა თურქ კოლეგასთან, იაშარ გიულერთან ორმხრივი შეხვედრა გამართა. მან თურქეთის თავდაცვის მინისტრსა და თურქულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, ათწლეულების განმავლობაში  საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში თურქეთის  მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური დახმარება, ასევე არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელებაში თურქეთის ძალისხმევა. 

კოლეგებმა შეხვედრაზე თავდაცვის სფეროში ორმხრივ ფორმატში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, რომელიც ორ ათეულ წელზე მეტია დინამიურად ვითარდება.

შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ თემას, მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება და მასთან დაკავშირებული გამოწვევები წარმოადგენდა. ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ამ ფონზე, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.  ხაზი გაესვა თანამშრომლობის დადებით დინამიკას, რაც ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტებში გამოიხატება, მათ შორის აღინიშნა, ბოლო პერიოდში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში. 

სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალი  როტაციის პრინციპით სამივე ქვეყანაში ტარდება.   2024  წელს მინისტერიალი საქართველოში გაიმართა. მიმდინარე წელს აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის უწყებათა  ხელმძღვანელების სამმხრივ ფორმატში შეხვედრას, თურქეთის დედაქალაქი ანკარა მასპინძლობს.

Post navigation

Previous: EPP-ის განცხადება, ფაქტობრივად, საქართველოში გადატრიალების მხარდაჭერას წარმოადგენს – მათ შეძლეს, რომ „ქართული ოცნება“ მოძალადედ, ხოლო კრიმინალების დაჯგუფება მსხვერპლად გამოეცხადებინათ
Next: შსს პოლონეთისა და საქართველოს მოქალაქეებს შორის კონფლიქტის ამსახველ კადრებს ავრცელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.