Skip to content
07/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დიმიტრი სამხარაძე ბიძინა ივანიშვილის შესახებ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის განცხადებაზე- ეკლესიის გაძლიერება დავიწყეთ ბატონი ბიძინას დავალებით და ეს, ანაფორაში გამოპარჭყული ნაცი, ამ ყველაფერს აიგნორებს და ხალხს ატყუებს

მარშალ პრესი 07/10/2025
dito samkharadze

„ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის ვიდეოდან ფრაგმენტს აზიარებს, სადაც არქიმანდრიტი ხელისუფლებაზე და ბიძინა ივანიშვილზე საუბრობს და ამბობს, რომ რაც ამ მთავრობამ ეკლესიას და კონკრეტულად პატრიარქს გაუკეთა, არც ერთს გაუკეთებია და მისი თქმით, ეს ყველაფერი დაიწყო, როცა ბიძინა ივანიშვილმა თქვა: „პატრიარქსაც ეშლება“. დიმიტრი სამხარაძე აღნიშნავს, რომ არქიმანდრიტი ამ სიტყვებს ამბობს სამების ამშენებელზე, ერისკაცზე, რომელმაც უცხოელებზე გაყიდული, ასობით ხატი და სიწმინდე დაუბრუნა საქართველოს.

მისივე განცხადებით, იხ ხალხს ატყუებს. „ეს ჰომოსექსუალების პარტიელი, ამ სიტყვებს, სამების ამშენებელზე ამბობს! ერისკაცზე, რომელმაც ასობით ეკლესია ააშენა! ასობით ტაძარი და ციხე-სიმაგრეები აღადგინა! ამისნაირი ფარისევლების მიერ უცხოელებზე გაყიდული, ასობით ხატი და სიწმინდე დაუბრუნა საქართველოს! კანონი მიიღო მისმა გუნდმა, რომ ელგებეტე პროპაგანდა აიკრძალა ქვეყანაში! ეკლესიის გაძლიერება დავიწყეთ ბატონი ბიძინას დავალებით და ეს, ანაფორაში გამოპარჭყული ნაცი, მინიმუმ აქ რაც ჩამოვთვალე აიგნორებს და ხალხს ატყუებს! პეტრე 2-ია ეს გოთვერანი“- წერს სამხარაძე.’

Post navigation

Previous: ირაკლი ჩიქოვანი საფრანგეთის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
Next: ნანუკა ქაჯაია არის უნაძირლესი ე.წ. ჟურნალისტი – აქტივისტი ირაკლი მილაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.