Skip to content
07/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი ჩიქოვანი საფრანგეთის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

მარშალ პრესი 07/10/2025
1441

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ოლივიე კურტოსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ირაკლი ჩიქოვანმა ახლად დანიშნულ ელჩს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და საქართველოში წარმატებული საქმიანობა უსურვა.  

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და პერსპექტივები განიხილეს. მინისტრმა მადლიერება გამოხატა საფრანგეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის.

შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, პაატა პატიაშვილი და საფრანგეთის სამხედრო ატაშე, მეორე რანგის კაპიტანი ფილიპ გრუსენმეიერი დაესწრნენ.

 

Post navigation

Previous: პაატა ბურჭულაძის განცხადებაზე, ფილმი „მიმინო“ გამახსენდა – თენგიზ შარმანაშვილი
Next: დიმიტრი სამხარაძე ბიძინა ივანიშვილის შესახებ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის განცხადებაზე- ეკლესიის გაძლიერება დავიწყეთ ბატონი ბიძინას დავალებით და ეს, ანაფორაში გამოპარჭყული ნაცი, ამ ყველაფერს აიგნორებს და ხალხს ატყუებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.