Skip to content
07/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ბურჭულაძისგან არ გამოვა ზვიად გამსახურდია, ორგანიზატორებმა ნორმალური ხალხი გარეკეს აქციიდან, დარჩნენ თვითონ, თავიანთი სადაქალო, გიჟების, ერთობლიობა – მაგათი ბრალია ხალხი ციხეში რომ ზის, ახლაც რომ დაიჭერენ, მაგათი ბრალია

მარშალ პრესი 07/10/2025
iago khvichia

მე პოლიტიკური წმინდანი ვარ თქვენთან შედარებით – ასე მიმართა „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ, „ფორმულას“ წამყვანს, რომელმაც ხვიჩიას განუცხადა, რომ მისი ქცევიდან გამომდინარე, „პოლიტიკური სალოსია“. ხვიჩიას თქმით, აქციის ორგანიზატორები და აქტიურ პროტესტში დარჩენილი ადამიანების ჯგუფი „არარაციონალური გიჟები“ არიან, რომლებმაც ნორმალური ხალხი გარეკეს აქციიდან. მისივე განცხადებით, ამ გიჟებით და „ფრიკებით“, ბიძინა ივანიშვილს ვერ მიუგებენ და სწორედ ამ ადამიანებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა როგორც უკვე ციხეში მყოფ ადამიანებზე, ისე იმ პირებზე, ვისაც ხელისუფლება ახლა აკავებს.

„სალოსი კი არა, მართლა გიჟები ხართ, დედას ვფიცავარ, არარაციონალური გიჟები ხართ, რომლებიც ვერ ხვდებიან, რა ხდება. კომპრომატი დამიდე, 9 წელია პოლიტიკაში ვარ, ერთი საჯარო ტყუილი არ მითქვამს შეგნებულად და მატყუარების გარემოცვაში ვცხოვრობ 9 წელია და გეგონება, მე არ ვიცნობდე ხალხს, ვინც იქ დგას, არ ვიცნობდე იმ კლოუნადას, რაც იქ ხდება. თქვენ გინდათ, პაატა ბურჭულაძე გმირად გამოიყვანოთ? პაატა ბურჭულაძისგან არ გამოვა ზვიად გამსახურდია, დამიჯერეთ. აქციის ორგანიზატორები, რომლებიც „ოუნერშიფს“ იღებენ ამ აქციაზე, რომლებმაც, სინამდვილეში, ნორმალური ხალხი გარეკეს აქციიდან, დარჩნენ თვითონ, თავიანთი სადაქალო, გიჟების, „ფრიკების“ ერთობლიობა და თქვენ გინდათ, რომ „ფრიკებით“ ბიძინას მოუგოთ, მე კიდევ გეუბნებით, რომ მასე ბიძინას ვერ მოუგებთ. სინამდვილეში, თქვენ ხართ ბიძინას გაბატონების მთავარი საფუძველი ამ ქვეყანაში თქვენი უაზრობით, მაგას როგორ ვერ ხვდებით? ტონი ისეთია, როგორსაც იმსახურებთ, მე არ დამიწყია [კამათი] მშვიდად მოვედი აქ და შენ დამიწყე შენიშვნების მოცემა. მაგათი ბრალია ხალხი ციხეში რომ ზის, ახლაც რომ დაიჭერენ ეგეც მაგათი ბრალია.“ – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

Post navigation

Previous: ხშირად დუმილი და განცხადების არ გაკეთება, განცხადებაზე ხმამაღალია – წინა დღეებში კარგად ვხედავდით მათ შეკრებებს, პირდაპირ მოწოდებებს, ისინი ორკესტრირებულად და ღიად მოქმედებენ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ
Next: მაჩალიკაშვილის დამოკიდებულება არა სამართლიანობის ძიებაა, არამედ მუდმივი შეტევაა სახელმწიფოს მიმართ, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს ტერორიზმისგან იცავს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.