Skip to content
07/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ხშირად დუმილი და განცხადების არ გაკეთება, განცხადებაზე ხმამაღალია – წინა დღეებში კარგად ვხედავდით მათ შეკრებებს, პირდაპირ მოწოდებებს, ისინი ორკესტრირებულად და ღიად მოქმედებენ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ

მარშალ პრესი 07/10/2025
irakli kircxalia2

არა თუ არ გამოხმაურებიან და არ გაუკეთებიათ განცხადება, მეტიც, ჩვენ წინა დღეებში კარგად ვხედავდით მათ შეკრებებს, პირდაპირ მოწოდებებს, არა მხოლოდ დიპლომატიური კორპუსიდან, არამედ კარგად გვახსოვს პრესსპიკერები უმაღლესი ინსტიტუციებიდან ევროკავშირის, მათი პირდაპირი, თუ ირიბი მოწოდებები, რომ წინასწარ დაგეგმილ და დაანონსებულ დამხობის სცენარში თურმე როგორი დიდი პატრიოტიზმია, რომ მიიღო მონაწილეობა, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ, პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული შტურმის შემდეგ ელჩების დუმილზე.

ირაკლი კირცხალიას განცხადებით, რიგი დიპლომატიური წარმომადგენლები ორკესტრირებულად და ღიად მოქმედებენ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ რაც ბრიუსელიდან მოდის. „არაერთხელ გვითქვამს და განვმეორდები, ხშირად დუმილი და განცხადების არ გაკეთება, განცხადებაზე ხმამაღალია. ასე რომ, ჩვენ ეს არ გვიკვირს. სწორედ ეს არის დღევანდელი ბრიფინგის შეჯამებაც. ისინი ორკესტრირებულად და ღიად მოქმედებენ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, სამწუხაროდ.

მაგრამ კიდევ ერთხელ, ეს არის ის პოლიტიკა, რომელი პოლიტიკის გენერალური ხაზიც დღეს არის ბრიუსელში, სამწუხაროდ და ტყუილად არ ვახსენეთ აშშ. კარგად ვიცით USAID-ის სკანდალი, ჯერჯერობით ვისმენთ ძალიან ხმამაღალ განცხადებებს და ვხედავთ ქმედებებსაც აშშ-დან „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლის, მაგრამ ამის პარალელურად აშშ-ში ვხედავთ როგორ მძვინვარებს და სააშკარაოზე გამოვიდა რეალურად ის ფესვები, რომელიც თურმე ბრიუსელში ყოფილა გადგმული „დიფ სთეითის“, ანუ იგივე „არაფორმალური მმართველობის“ ფესვები. ასე რომ არა თუ გამოხმაურება, არამედ პირდაპირ და ირიბ მოწოდებებს ჰქონდა ადგილი სამწუხაროდ“,- განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

Post navigation

Previous: უკრაინაში ომის დაწყებიდან მოყოლებული, ვხედავთ, რომ საქართველოში აკრედიტებული დასავლელი, მათ შორის, ევროპული და ევროკავშირის წევრი კონკრეტული ქვეყნების ელჩების ქმედებები გასცდა ყოველგვარ დიპლომატიურ საზღვრებს და სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევის აშკარა ნიშნებს შეიცავს
Next: ბურჭულაძისგან არ გამოვა ზვიად გამსახურდია, ორგანიზატორებმა ნორმალური ხალხი გარეკეს აქციიდან, დარჩნენ თვითონ, თავიანთი სადაქალო, გიჟების, ერთობლიობა – მაგათი ბრალია ხალხი ციხეში რომ ზის, ახლაც რომ დაიჭერენ, მაგათი ბრალია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.