Skip to content
07/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კორუფციასთან ბრძოლის მხოლოდ ერთი მცირე ნაწილია წარსულში ჩადენილი სავარაუდო კორუფციული დანაშაულების გამოძიება, ჩვენი მთავარი ამოცანაა, დღეს და ხვალ, როდესაც სახელმწიფო იღებს გადაწყვეტილებებს, არ იყოს დაშვებული კორუფციის ფაქტები

მარშალ პრესი 06/10/2025
irakli kobakhidze

ჩვენთვის მთავარია, რომ დღევანდელი გუნდი არის ერთიანი, ძლიერი, როგორც არასდროს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მათ შორის იგულისხმება სამართალდამცავი უწყებები, საპარლამენტო თუ სამთავრობო ეკონომიკური გუნდი, ადგილობრივი ხელისუფლება და ყველა არის ერთიანი.

„კორუფციასთან ბრძოლაზე საუბრისას აქცენტს მთლიანად აკეთებენ ხოლმე ადამიანების დაპატიმრებაზე. კორუფციასთან ბრძოლის მხოლოდ ერთი მცირე ნაწილია წარსულში ჩადენილი სავარაუდო კორუფციული დანაშაულების გამოძიება. რაც შეეხება კორუფციასთან ბრძოლას, ჩვენი მთავარი ამოცანაა, დღეს და ხვალ, როდესაც სახელმწიფო იღებს გადაწყვეტილებებს, მათ შორის ადგილობრივი ხელისუფლება თუ თითოეული სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებებს, არ იყოს დაშვებული კორუფციის ფაქტები. ამას დააკვირდეს ყველა ძალიან კარგად. ჩვენ ახლა კი არ დაგვიწყია კორუფციასთან ბრძოლა. გასული წლის 8 თებერვლიდან მოყოლებული, მთავრობის დამტკიცების დღიდან, ყველა სამთავრობო აქტი არის საჯარო, ხელმისაწვდომი ვებ-გვერდზე. თუ ერთი აქტიდან მაინც ამოიკითხავენ კორუფციის ნიშნებს, დასვან კითხვები, მიიღებენ ყველაფერზე პასუხს. ამდენი ხანი საჯაროა, ერთი სიუჟეტი ვერ გააკეთეს ვერც ერთ აქტთან დაკავშირებით, იმდენად სუფთად მუშაობს მთავრობა ამ თითქმის ორი წლის განმავლობაში. ასევე, როდესაც საქმე ეხება მაგალითად ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, კეთილი ინებონ და დააკვირდნენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ხარჯეფექტიანობის, ხარისხის და კონკურენციის შეზღუდვის ნაწილში აღმოჩენილი ხარვეზების გამო, შეხვედრა გაიმართა კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლებსაც მკაფიოდ განემარტათ პირობები, რომლებიც სამუშაოების განხორციელებისას უნდა დააკმაყოფილონ.

„შევხვდით კომპანიების წარმომადგენლებს და ძალიან მარტივი პირობები დავაყენეთ – იქნება უზრუნველყოფილი სამართლიანი კონკურენცია და ჩვენ ვიქნებით უკომპრომისოები, როცა საქმე ეხება ხარჯეფექტიანობას და შესაბამისი შესყიდვები, ტენდერები წარიმართება მაქსიმალური ხარჯეფექტიანობის უზრუნველყოფით და უკომპრომისოები ვიქნებით ხარისხთან მიმართებით. ამ პერიოდის განმავლობაში შემოვლა გვქონდა და ვნახეთ რამდენიმე ობიექტი, რომელიც ხარისხის კუთხით უბრალოდ კრიტიკას ვერ უძლებს. ამას აღარ დავუშვებთ. ყველას შეუძლია, დააკვირდეს ყველა პროექტს, რომელიც ამიერიდან განხორციელდება – იქნება ეს სკოლის რეაბილიტაცია, გზების მშენებლობა, ხიდების მშენებლობა, ბაღების რემონტი თუ ნებისმიერი სხვა. ყველა დააკვირდეს თითოეული პროექტის ხარისხს და ხარჯებს, რა ხარჯებით სრულდება პროექტები. ეს არის მთავარი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, წარსულში ჩადენილი სავარაუდო კორუფციული დანაშაულები კორუფციასთან ბრძოლის მხოლოდ მცირე ნაწილია, რაც ბოლომდე იქნება გამოძიებული.

„წარსულში ჩადენილ იქნა რამდენიმე თუ მეტი კორუფციული დანაშაული, ეს არის ერთი ნაწილი ამასაც ჩავეძიებით ბოლომდე, მაგრამ ეს არის ერთი პატარა ნაწილი. თუ ვინმეს ჩადენილი აქვს კორუფციული დანაშაული, შესაბამისი სტრუქტურები მიიღებენ ზომებს. ჩვენთვის მთავარი ეს არის – ყველაფერი არის საჯარო და ღია. ნახონ ნებისმიერი სამთავრობო აქტი, ნებისმიერი შესყიდვა, ტენდერი, თუ სადმე აღმოაჩენენ კორუფციის ნიშნებს, მაგალითად, შეიძლებოდა რაღაცის გაკეთება 1 ლარად და გაკეთდა 2 ლარად ან 1,01 ლარად, თუ ნახავენ ასეთ რამეს, მოიტანონ და მზად ვართ, ყველაფერზე პასუხი გავცეთ ან პასუხისმგებლობა ავიღოთ. ხარისხთან დაკავშირებით – თუ ერთი პროექტი მაინც შესრულდება უხარისხოდ, მოიტანონ და მზად ვართ, ყველაფერზე პასუხებისთვის. ეს არის მთავარი, რაც უკავშირდება კორუფციასთან ბრძოლას. ძალიან მკაცრი გაფრთხილება აქვს მიცემული თითოეულ საჯარო მოსამსახურეს, ადგილობრივ ხელისუფლებას, ცენტრალურ ხელისუფლებას, თითოეულ უწყებას. ეს არის მთავარი, რაზეც ვსაუბრობთ, როცა საქმე ეხება კორუფციასთან ბრძოლას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: 4 ოქტომბრის არეულობის საქმეზე კიდევ 13 ადამიანი დააკავეს, ხოლო 2 პირზე ძებნაა გამოცხადებული
Next: აშშ-ის წინა ადმინისტრაციის პირობებში, ამერიკული ბიუროკრატია გვიყურებდა, როგორც მტერს, ჩვენ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში და მზად ვართ, რომ ნებისმიერ მომენტში გადავტვირთოთ ურთიერთობები, რაც დაამკვიდრა ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილმა, ერთ-ერთი მთავარი მიღწევა არის ის, რომ ვმოქმედებთ არა ემოციებით, არამედ თავიდან ბოლომდე რაციონალურად და პრაგმატულად

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.