Skip to content
07/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი გამზადებული იყო პრეზიდენტის რეზიდენციაში შესასვლელად

მარშალ პრესი 06/10/2025
irakli kobakhidze2

სალომე ზურაბიშვილი გამზადებული იყო პრეზიდენტის რეზიდენციაში შესასვლელად, გამოცხადდა დამხობის აქცია და ყოველგვარი დათქმის გარეშე ის მივიდა დამხობის აქციაზე და როცა ჩავარდა ძალადობა, მაშინ გაემიჯნა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.

პრემიერის თქმით, ყველა იქ მისულ ადამიანს თანაბრად ეკისრება მორალური პასუხისმგებლობა იმ ძალადობაზე, რაც მოხდა.

„სალომე ზურაბიშვილი გამზადებული იყო პრეზიდენტის რეზიდენციაში შესასვლელად. შემდეგ, წაგებულზე გაემიჯნა. როგორც გემბანიდან გარბიან პირველი ვირთხები, ასე გაიქცა ზუსტად. სალომე ზურაბიშვილი, გუბაზ სანიკიძის შვილი, თინა ბოკუჩავა, ერთი ყალიბით დამზადებული უცხოელი აგენტები არიან. გამოცხადდა დამხობის აქცია და ყოველგვარი დათქმის გარეშე სალომე ზურაბიშვილი მივიდა დამხობის აქციაზე. ეს ადამიანები ყოველგვარი დათქმის გარეშე მივიდნენ აქციაზე.

ხომ შეიძლება, დათქმა მაინც გაეკეთებინათ, რომ კი, დამხობის აქცია გამოცხადდა, მაგრამ ძალადობა თუ იქნება, მერე გავემიჯნებით. დათქმის გარეშე შეუერთდნენ დამხობის აქციას, ძალადობაზე ორიენტირებულ აქციას და როცა ჩავარდა ძალადობა, მაშინ გაემიჯნენ. ასე ყველა გაემიჯნება, მით უმეტეს, თუ „ნაცი“ ხარ. „ნაცს“ ხომ ღირსება არ აქვს. თანაგუნდელის გაწირვაც არის „ნაცის“ სახე. ასე აჩვენეს საკუთარი სახე. ხალხმა თავი მაინც გაწირა, არავითარ თანაგრძნობას არ იმსახურებენ არც ბურჭულაძე, არც ზოდელავა და სხვები, მაგრამ, იმათ რაღაც ნაბიჯი მაინც გადადგეს, მაგრამ ესენი ვირთხებივით გაიპარნენ პირველივე გემბანიდან, როცა ნახეს, რომ გემი იძირებოდა. ყველა იქ მისულ ადამიანს თანაბრად ეკისრება მორალური პასუხისმგებლობა იმ სამარცხვინო ძალადობაზე, რაც მოხდა. ეს ადამიანები მივიდნენ ოფიციალურად დამხობის აქციაზე. დამხობა არ არსებობს ძალადობის გარეშე. დათქმის გარეშე მივიდნენ დამხობის აქციაზე, ანუ ძალადობრივ აქციაზე და ვირთხებივით გაიპარნენ გემბანიდან პირველები, როდესაც ჩავარდა აქცია. პირდაპირ თავდასხმა დაუწყეს ბურჭულაძეს, ზოდელავას და სხვებს. მართლა შეგეცოდება რაღაც კუთხით ეს ადამიანები, პირველი რომ გიღალატებს გვერდით მდგომი. ბურჭულაძის მიერ გამოცხადებულ დამხობის აქციას შეუერთდნენ და ხუთ წუთში გაყიდეს, მამლის ყივილსაც არ დაელოდნენ, ეს არის „ნაცის“ სახე, სალომე ზურაბიშვილით დაწყებული, ვახუშტი მენაბდით დამთავრებული. ხოშტარია სად დაიმალა? ყველა გაემიჯნა უცბად“, – განაცხადა პრემიერმა.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: ნახა ყველამ, რომ ვერ არყევენ ამ ხელისუფლებას – 10 არჩევნები წააგეს, 5 რევოლუცია მარტო 4 წელიწადში ჩაუვარდათ, შანსი არ აქვთ, ამას ხედავენ და ერთადერთი დავალება აქვთ, რომ რამენაირად მუდმივი პრობლემა შეუქმნან ქვეყანას
Next: 4 ოქტომბრის არეულობის საქმეზე კიდევ 13 ადამიანი დააკავეს, ხოლო 2 პირზე ძებნაა გამოცხადებული

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.