Skip to content
06/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ქოცებსაც კი არ უკადრიათ ის, რაც თქვენ დღეს მაკადრეთ – ლევან სანიკიძე ტვ პირველს

მარშალ პრესი 06/10/2025
levan sanikidze

“იმედი მაქვს მალე “ტვ პირველი” გუბაზიჩს, გუბაზის ბიჭს, მილიონეროვიჩს და პოსტივის ქარდებს არ გამოაცხობს თავის ფეიჯზე. არაუშავს, იმუნიტეტი გამომუშავებული მაქვს. თუმცა ეგ მირჩევნია იმას დღეს რასაც კერავთ“- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე სოციალურ ქსელში წერს.

სანიკიძე „ტვ პირველთან“ მის ინტერვიუს ეხმიანება და მათ მიერ დასმულ კითხვაზე, სად იყვნენ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები, როდესაც მურთაზ ზოდელავას და ირაკლი ნადირაძეს აკავებდნენ, წერს: „მომადგე და ბრალი დამდო ადამიანების გაყიდვაში, მიტოვებაში არის წარმოუდგენელი ამბავი“.

„ქოცებსაც კი არ უკადრიათ ის რაც თქვენ დღეს მაკადრეთ – სიმხდალე და გაქცევა. არაფერი მაქვს თქვენთან სამტკიცებელი, ბევრი ადამიანია მოწმე რამდენჯერ სად ვიყავი და ვისთან ერთად ვიყავი. დამატებით დეტალები შსს-ს ეცოდინება, ოხრად კამერებია და ისეთი მონდომებულები ხართ ჩემი ლოკაციების დასადგენად აუცილებლად მოგაწვდიან. რატომ არ იყო კოორდინაცია, რატომ წარიმართა მოვლენები ისე როგორც წარიმართა, ეს აუცილებლად გაირკვევა და ბევრ დეტალს მოეფინება ნათელი. თავად ორგანიზატორები, მათი ოჯახის წევრების საუბრობენ გეგმის არევაზე, ღალატზე, გადაგდებაზე. ყველაფერი უნდა გაირკვეს, სხვანაირად არ გამოვა.

უბრალოდ მე მომადგე და ბრალი დამდო ადამიანების გაყიდვაში, მიტოვებაში არის წარმოუდგენელი ამბავი. ცხოვრებაში კაცი არ გამიყიდია, ჩემი კი არა სხვისი პარტიის ლიდერების დაჭერის დროს მივსულვარ, საუბარი ზედმეტია მეგობრებზე.

და არც არავის ვემიჯნები, ამ ხალხმა აჩვენა მაგალითი, ყველა ივანიშვილის ტყვეობაშია. დანარჩენი რა როგორ წარიმართა, რა იყო საწყისი გეგმა, ვინ არიან ის გავლენიანი ადამიანები ვინც დააღალატა იმედი მაქვს, რომ მალე გავიგებთ.”- წერს სანიკიძე.

იხილეთ ვიდეო:

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: ახლა რასაც დავწერ – კარგად წაიკითხეთ და დაიმახსოვრეთ. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ – ზურაბ ქადაგიძე (ვიდეო)
Next: საარჩევნო ადმინისტრაციას ამერიკულმა კომპანიამ “Pro V&V” შესაბამისობის აუდიტის მესამე ფაზის შედეგები გადმოსცა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.