
სრული პასუხისმგებლობით ვამბობ – სალომე ზურაბიშვილი 4 ოქტომბრის დამხობის აქციაზე იყო კონკრეტული გეგმით მისული. იმ შემთხვევაში, თუ ბრბო მოახერხებდა პრეზიდენტის სასახლის აღებას – ზურაბიშვილი, რომელიც იქვე ახლოს ტრიალებდა, შევიდოდა სასახლეში და ჩაატარებდა ბრიფინგს, რომლის მოკლე შინაარსიც იქნებოდა შემდეგი – „დღეიდან მე ვარ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი“, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, ეს გეგმა ქართველ აგენტებს უცხოეთიდან ჰქონდათ დავალებული, ხოლო მას შემდეგ, რაც სუს-მა და შსს-მ აღკვეთეს სახელმწიფოს დამხობის გეგმა, ზურაბიშვილი შეეცადა, ანტიკონსტიტუციურ პროცესებს გამიჯვნოდა. ქადაგიძე დარწმუნებულია იმაშიც, რომ როგორც სალომე ზურაბიშვილი, ისე ყველა სხვა პირი, ვინც ხელისუფლების დამხობის მცდელობაში მონაწილეობდა, კანონის წინაშე პასუხს აგებს.
“ახლა რასაც დავწერ – კარგად წაიკითხეთ და დაიმახსოვრეთ. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ – სალომე ზურაბიშვილი 4 ოქტომბრის დამხობის აქციაზე იყო კონკრეტული გეგმით მისული.
იმ შემთხვევაში, თუ ბრბო მოახერხებდა პრეზიდენტის სასახლის აღებას – ზურაბიშვილი, რომელიც იქვე ახლოს ტრიალებდა, შევიდოდა სასახლეში და ჩაატარებდა ბრიფინგს, რომლის მოკლე შინაარსიც იქნებოდა შემდეგი – „დღეიდან მე ვარ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი“.
ეს გეგმა პირდაპირ იყო უცხოეთიდან დავალებული ქართველ აგენტებზე.
გამომდინარე იქედან, რომ სუს-მა და შს სამინისტრომ უნაკლოდ იმოქმედეს და აღკვეთეს სახელმწიფოს დამხობის გეგმა, სალომე ზურაბიშვილმა მომენტალურად შეცვალა პოზიცია და სცადა გამიჯვნოდა ანტიკონსტიტუციურ პროცესებს.
მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ ამ მხდალი ქალის განცხადება ვერ დაიცავს მას პასუხისმგებლობისგან.
ზურაბიშვილიც და ყველა ის ადამიანი, რომელიც დამხობის ამსრულებელი იყო, კანონის წინაშე პასუხს მთელი სიმკაცრით აგებენ!” – წერს ზურაბ ქადაგიძე.